კიღურაძე ლავრენტი
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კიღურაძე ლავრენტი“ გადაიტანა გვერდზე „[[კიღურაძე ლავრენტი პავლეს...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კიღურაძე ლავრენტი პავლეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[კიღურაძე ლავრე...) |
მიმდინარე ცვლილება 03:17, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
კიღურაძე ლავრენტი პავლეს ძე - (მეტსახელი ლავროსი) (3.IV.1880, სოფ. ვანისქედი - VII.1920) - პედაგოგი, პოლიტიკოსი.
განათლება იურიევის უნივერსიტეტში მიიღო ფიზიკა-მათემატიკის განხრით. თავისი პოლიტიკური არჩევანი მან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაზე შეაჩერა და მისი წევრი გახდა. ლავრენტი კიღურაძე რევოლუციურ მოძრაობაში ყოფნის ბრალდებით პირველად დააკავეს 1907 წელს შემდეგ კი - 1909 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, და არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, როგორც აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი.
- მანუჩარ გუნცაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი