კლასიციზმი რომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენჯამინ ვესთი, გენერალ ვულფის სიკვდილი, 1770; ტილო, ზეთი, 1.51X2.14 მ. კანადის ნაციონალური გალერეა, ოტავა, გადმოტანილია კანადის ომის მემორიალიდან, 1921. ვესთმისთერის II ჰერცოგის საჩუქარი, ითონ ჰოლი, ჩეშირი, 1918

კლასიციზმი რომშირომში სასწავლებლად და სამუშაოდ ჩასული მხატვრები და ინტელექტუალები კლასიცისტური იდეალების მიმართ არსებული საერთო ინტერესების ირგვლივ ხშირად ჯგუფებად ერთიანდებოდნენ. ბრიტანულ დაჯგუფებაში, მაგალითად, შედიოდნენ ანჯელიკა კაუფმანი, ბენჯამინ უესთი და გევინ ჰამილთონი. ადრეული კლასიციზმის განვითარებაში სამივეს თავისი წვლილი მიუძღვოდა. არსებობდა, აგრეთვე, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული მხატვრების გაერთიანებებიც. ამ დროის ყველაზე გავლენიანი დაჯგუფება კარდინალ ალესანდრო ალბანის (1692-1779) ფინანსური მხარდაჭერით რომის განაპირას, ვილა ალბანიში დაარსდა.

ანჯელიკა კაუფმანი. კორნელია, რომელიც თავის განძზე, შვილებზე მიუთითებს, 1785; ტილო, ზეთი, 101.6X127 სმ. ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმი, რიჩმონდი, ვირჯინია. ადოლფ დ. და უილქინს ს. უილიამსების ფონდი

1760-1761 წლებში კარდინალმა ალბანიმ თავისი უმდიდრესი კოლექციის შესანახად და გამოსაფენად ვილა საგანგებოდ ააგო. მისი კოლექცია ანტიკურ ქანდაკებებსა და სარკოფაგებს, გემებსა და კამეოებს, კერამიკულ ნაკეთობებს მოიცავდა და ის დიდი ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. ვილა მხოლოდ მუზეუმს როდი წარმოადგენდა, ის სიძველეებისადმი გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელოვნებისა და არტეფაქტების შესყიდვის ადგილიც იყო. თუმცა, ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ყალბი, ან, უმეტესწილად, კარდინალის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ უხეშად იყო რესტავრირებული. ამ ნივთების მყიდველები კი, ტურისტების გარდა, თავად მხატვრებიც იყვნენ.

1758 წელს ალბანიმ მდივნად და ბიბლიოთეკარად კლასიციზმის წამყვანი თეორეტიკოსი იოჰან იოაჰიმ ვინკელმანი მიიწვია. პრუსიაში დაბადებული ვინკელმანი დრეზდენში მუშაობისას, სადაც მის მიერ ნეგატიურად შეფასებული როკოკოს სტილი აქტუალობას ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, კლასიკური ხელოვნების ექსპერტად ყალიბდება. 1755 წელს მან გამოაქვეყნა წერილი ფიქრები ბერძნული მხატვრობისა და ქანდაკების მიმბაძველობის შესახებ, რომელშიც იგი აკრიტიკებდა რა როკოკოს, როგორც დეკადანსურ სტილს, ამტკიცებდა, რომ თანამედროვე შემოქმედი მხოლოდ ბერძნული ხელოვნების მიბაძვით თუ დაიმკვიდრებდა მხატვრის სტატუსს. ამის შემდგომ, იგი მალევე იწყებს მუშაობას რომში კარდინალ ალბანისთან. 1764 წელს ვინკელმანი თავის მეორე მნიშვნელოვან ნაშრომს აქვეყნებს; ესაა ძველი ხელოვნების ისტორია, რომელიც დღესაც ხელოვნების ისტორიის სწავლების საწყის ტექსტად მიიჩნევა. ვინკელმანმა ამ ნაშრომში პირველად გააანალიზა ხელოვნების ისტორია, როგორც სტილური პერიოდების თანმიმდევრული მონაცვლეობა. ეს მიდგომა, შემდგომში ხელოვნების ისტორიის შესახებ დაწერილი წიგნებისთვის ნორმად იქცა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები