კლიმიაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ კლიმიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „კლიმიაშვილი მიხეილ“ გ...)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::''ირაკლი ირემაძე''
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::''ირაკლი ირემაძე''
  
ლიტ.: სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109.
+
==ლიტერატურა==
 +
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109.
 +
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91/ კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:58, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე (5.I.1874. სოფ, მჭადისჯვარი, დუშეთის მაზრა - ?) - ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

განათლება მიიღო თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, თუმცა მისი დასრულება ვერ შეძლო. პროფესიით სახალხო მასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ. იყო სახალხო იაფფასიანი წიგნის მაღაზიის გამგე. ახალგაზრდობაშივე შეუერთდა მემარცხენე ახალგაზრდებს, გახდა ფილოქსერას ჯგუფის წევრი. მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში. 1898-1900 წლებში მუშაობდა „კვალის“, „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ კორექტორად. 1901 წლიდან მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში, აქტიურად იყო ჩართული მუშათა გამოსვლებში. 1903 წელს დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1095 წლის მოვლენების შემდეგ დაითხოვეს რკინიგზის სახელოსნოდან. 1905-1908 წლებში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიასა და რუსეთში. 1908 წელს დაიჭირეს გორში და გადაასახლეს პერმში. 1916 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს ირკუტსკში.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. შეუდგა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიის წევრი.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები