კლინიკური ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კლინიკური ფსიქოლოგია საქართველოში''' - Clinical Psychology in Georgia - Клиническа...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
1925 წელს შეიქმნა ფსიქიატრიის ინსტიტუტი (დირექტორი − მ. ასათიანი). 1930 წელს შეიქმნა ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტი (დირექტორი − ა. გოცირიძე). ფსიქიატრიის ორივე ამ ცენტრში ინტენსიურად იყენებდნენ იმ დროის ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, განსაკუთრებით – ფსიქოკათარზისს. 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან გაიხსნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი (დირექტორი − [[დიმიტრი უზნაძე]]), ხოლო 1943 წელს მასთან შეიქმნა პათოფსიქოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი − იოსებ ბჟალავა).
 
+
[[ფაილი:Mixeil asatiani.JPG|thumb|150pq|მიხეილ ასათიანი ]]
 
დ. უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე კლინიკური ფსიქოლოგიის მრავალი საკითხი მუშავდებოდა და მუშავდება. დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის საფუძველია სუბიექტის განწყობის აღძვრის, ქმნადობისა და ცვლილების (დინამიკის) თავისებურებები (ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპოლოგია). მათ იკვლევენ ფიქსირებული განწყობის მეთოდებით, მათ შორის − მთელ-ნახევრის მეთოდით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გაირკვეს სუბიექტისთვის დამახასიათებელი ფიქსირებული განწყობის ტიპი, აგრეთვე − კონტრასტული ილუზიის სიდიდე. იოსებ ბჟალავას, მარინა საყვარელიძის, ვლადიმერ ნორაკიძის, ამირან გრიგოლავას და სხვათა გამოკვლევებით გაირკვა, რომ სხვადასხვა [[ფსიქიკური დაავადება|ფსიქიკური დაავადებისას]] ფიქსირებული განწყობის სხვადასხვა ტიპია უფრო ხშირი და დამახასიათებელი: შიზოფრენიის დროს – სტატიკური, ეპილეფსიის დროს – დინამიკური, ისტერიის დროს – ვარიაბელური და სხვა (განწყობის ფსიქოპათოლოგია). ამასთან, ემპირიულად დასტურდება, რომ გამოჯანსაღების პროცესი სუბიექტისთვის დაავადებამდე დამახასიათებელი განწყობის ტიპთან დაახლოებაში ვლინდება (ანუ სუბიექტი თავის „ბუნებრივ” ტიპს უბრუნდება).
 
მიმდინარე ცვლილება 17:41, 7 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

კლინიკური ფსიქოლოგია საქართველოში - Clinical Psychology in Georgia - Клиническая Психология в Грузии // Медицинская Психология в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos სწავლება, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში კლინიკური ფსიქოლოგია. ძველი ქართული სამედიცინო კულტურა დიდ ყურადღებას იჩენდა ფსიქიკურ დაავდებათა მიმართ, რაც ასახულია ქართულ ენაში და სამედიცინო წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანი ფსიქიკური აშლილობის აღსანიშნად თავის „სიტყვის კონაში” (XVII-XVIII ს.) ხმარობს სიტყვას „გიჟი”. იგი სიგიჟის 11 სახეობას გამოყოფს: „შმაგი, ხელი, სულელი, ცოფი, ნაღვლიანი, რეგუენი, ტეტერა, შლეგი, ფეთიანი და შეთიანი”; შემდეგ ახასიათებს თვითეულს. XI-დან XVIII საუკუნის ჩათვლით სამედიცინო წყაროებში („წიგნი სააქიმოი”, „იადიგარ დაუდი”) გვხვდება მეხსიერების, ძილის, ემოციური მდგომარეობის და სხვა ფსიქიკური ფუნქციების მოშლის და მათი მკურნალობის დეტალური აღწერა. მოსაზღვრე მდგომარეობის არსებობაც იყო შემჩნეული და მის აღსანიშნად ხმარობდნენ სიტყვას „შეხმუხი” – „ჭკუიანსა და ხელს საშუალი”.

მეცნიერული კლინიკური ფსიქოლოგიის ქართული სკოლა ქართულ სამედიცინო მეცნიერებასთან ერთად ჩამოყალიბდა. 1918 წელს თბილისის უნივესიტეტის დაარსებასთან ერთად საქართველოში დაიწყო ევროპული ტიპის მეცნიერების განვითარება. დაარსებიდანვე უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის ლაბორატორია და კათედრა, ასევე − სამკურნალო ფაკულტეტი. ამ უკანასკნელთან 1921 წელს შეიქმნა ფსიქიატრიის კლინიკა.

1925 წელს შეიქმნა ფსიქიატრიის ინსტიტუტი (დირექტორი − მ. ასათიანი). 1930 წელს შეიქმნა ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტი (დირექტორი − ა. გოცირიძე). ფსიქიატრიის ორივე ამ ცენტრში ინტენსიურად იყენებდნენ იმ დროის ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდებს, განსაკუთრებით – ფსიქოკათარზისს. 1941 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან გაიხსნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი (დირექტორი − დიმიტრი უზნაძე), ხოლო 1943 წელს მასთან შეიქმნა პათოფსიქოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი − იოსებ ბჟალავა).

მიხეილ ასათიანი

დ. უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე კლინიკური ფსიქოლოგიის მრავალი საკითხი მუშავდებოდა და მუშავდება. დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის საფუძველია სუბიექტის განწყობის აღძვრის, ქმნადობისა და ცვლილების (დინამიკის) თავისებურებები (ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპოლოგია). მათ იკვლევენ ფიქსირებული განწყობის მეთოდებით, მათ შორის − მთელ-ნახევრის მეთოდით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გაირკვეს სუბიექტისთვის დამახასიათებელი ფიქსირებული განწყობის ტიპი, აგრეთვე − კონტრასტული ილუზიის სიდიდე. იოსებ ბჟალავას, მარინა საყვარელიძის, ვლადიმერ ნორაკიძის, ამირან გრიგოლავას და სხვათა გამოკვლევებით გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებისას ფიქსირებული განწყობის სხვადასხვა ტიპია უფრო ხშირი და დამახასიათებელი: შიზოფრენიის დროს – სტატიკური, ეპილეფსიის დროს – დინამიკური, ისტერიის დროს – ვარიაბელური და სხვა (განწყობის ფსიქოპათოლოგია). ამასთან, ემპირიულად დასტურდება, რომ გამოჯანსაღების პროცესი სუბიექტისთვის დაავადებამდე დამახასიათებელი განწყობის ტიპთან დაახლოებაში ვლინდება (ანუ სუბიექტი თავის „ბუნებრივ” ტიპს უბრუნდება).

განწყობა მთლიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობაა, ამიტომ ის უშუალოდ ზემოქმედებს ორგანიზმულ პროცესებზე. როგორც გაირკვა, ეს შეიძლება ფსიქოსომატური პათოლოგიის განვითარებას უკავშირდებოდეს; უფრო მეტიც, კონტრასტული ილუზიის სიდიდე უარყოფით კორელაციაშია ფსიქიკურ-ფსიქოსომატური დაავადების სიმძიმესთან (ა. გრიგოლავა). ეს უმნიშვნელოვანესი კანონზომიერება უშუალოდ უკავშირდება კონტრასტული ილუზიის ადაპტაციურ მნიშვნელოვნებას.

ამ კანონზომიერებათა აღმოჩენის შემდეგ ფიქსირებული განწყობის მეთოდმა საქართველოს ფსიქიატრიული კლინიკების ფსიქოდიაგოსტიკურ გამოკვლევებში დაიმკვიდრა ადგილი (პათოფსიქოლოგია საქართველოში).

განწყობისა და ცნობიერების მიმართების გასარკვევად დ. უზნაძემ ჰიპნოზის მეთოდს მიმართა და ა. გოცირიძესთან ერთად ჩაატარა ცდები. გამოვლინდა, რომ ფიქსირებული განწყობა არაცნობიერში ინახება და არაცნობიერად მოქმედებს პოსტჰიპნოზურ აქტიურობაზე (იმპლიციტური მეხსიერება). ამ ფაქტის საფუძველზე დ. უზნაძემ წამოაყენა დებულება, რომ ჩაგონების (სუგესტიის) არსი განწყობის შექმნაში მდგომარეობს. ეს დებულება მოგვიანებით საფუძვლად დაედო ფსიქოთერაპიის გააზრებას ქართველ ფსიქოლოგთა მიერ [თ. იოსებაძე, გ. მერაბიშვილი] (ფსიქოთერაპია საქართველოში).

საქართველოში საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა ნეიროფსიქოლოგია და სპეციალური ფსიქოლოგია − კლინიკური ფსიქოლოგია მჭიდროდ უკავშირდება ამ დარგებს (ნეიროფსიქოლოგია საქართველოში), (სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში).

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები