კოვზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
 
'''კოვზი''' - [[საქართველო|საქართველოში]] ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის.  
 
'''კოვზი''' - [[საქართველო|საქართველოში]] ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის.  
  
ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი, კირზა, სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა, ფუცხი. ეს უკანასკნელი  საბას განმარტებით „არის კაკოედი რკინა ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, [[ლობიო|ლობიოს]] დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ:  
+
ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი, კირზა, სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა, ფუცხი. ეს უკანასკნელი  საბას განმარტებით „არის კაკოედი [[რკინა]] ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, [[ლობიო|ლობიოს]] დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ:  
  
 
* ლაფეხა, [[ლაფერთხა]] (რაჭა,ლეჩხ. სვან.);   
 
* ლაფეხა, [[ლაფერთხა]] (რაჭა,ლეჩხ. სვან.);   
ხაზი 28: ხაზი 28:
 
* ქიტურა;
 
* ქიტურა;
 
* ქიტკოვზი (თუშ.);
 
* ქიტკოვზი (თუშ.);
* კონჩხა, კოჩხო (ფშავ. ხევ.) და სხვა.  
+
* კონჩხა, [[კოჩხო]] (ფშავ. ხევ.) და სხვა.  
  
 
კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.  
 
კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.  
ხაზი 43: ხაზი 43:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
* [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
* [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
  
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
+
[[კატეგორია:სამზარეულო ნივთები]]
 +
[[კატეგორია:კოვზი]]

მიმდინარე ცვლილება 00:14, 29 აგვისტო 2023 მდგომარეობით

კოვზი

კოვზი - საქართველოში ნაირნაირი სახისა და დანიშნულების კოვზები იყო გავრცელებული როგორც ხის ასევე ლითონის.

ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად ხის კოვზებს მოიხმარდა, რომლისთვისაც სათანადო ჯიშის ხეები ადრიდანვე შეურჩევიათ და ფუნქციის მიხედვით გამოუყენებიათ. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ, ასეთ ჯოხებს მთიანეთში სარეველს უწოდებენ და რძის მოსარევად ხმარობენ. დასავლეთ საქართველოში მას სუთი, კირზა, სარსარა, სარხე (სვან.) ჰქვია. ამავე ჯგუფში შედის ტოტებიანი ჯოხები - სამკაპა, ფუცხი. ეს უკანასკნელი საბას განმარტებით „არის კაკოედი რკინა ხორცთა ამოსაღებელი“. ტოტებიანი ჯოხები გამოიყენებოდა ფაფის, ფელამუშის, ლობიოს დასამზადებლად. ამ უკანასკნელი შეჭამანდისთვის, მისი პოპულარობის შესაფერისად, ასეთი ჯოხები უფრო მრავალფეროვანი იყო: მაგ:

  • ლაფეხა, ლაფერთხა (რაჭა,ლეჩხ. სვან.);
  • ბურეჭყი (გურ);
  • სამკაპალა, კიბორჩხალა (იმერ.) და სხვა.
კოვზი

საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებული იყო ბრტყელპირიანი კოვზები და მათ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელები აქვთ. მაგ.,

  • ჩეკი;
  • ჩოგანი;
  • ხოწი;
  • საკეპელა;
  • კიზი;
  • ლაფერა;
  • საფაფე, სარეველა (ხევსურული ორნაწილიანი კოვზი).

ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალგან დასტურდება დახვრეტილ კოვზთა წყება ე.წ. ქაფქირები და სახინკლენი. მათი ნახვრეტების ფუნქცია დასამზადებელი საჭმლის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგ., საქართველოს მთიანეთში ხინკლის ქაფქირს ერთი დიდი ნახვრეტი აქვს, ხაჭოსას 3-4, ხოლო ხორცის საქაფ-ამოსაღებს რამდენიმე.

ზიარების კოვზი

ქაფქირის მოყვანილობისაა ხის კოვზი ქიტი, რომელიც ღრმაა, დაუხვრეტავი და წვნიანი კერძის საჭმელად გამოიყენება. ზოგადად მთელ საქართველოში გამოიყენებოდა ტარიანი და მოგრძოპირიანი სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის კოვზები ნაირნაირი სახელებით. მაგ. ახვაფი (ხევს);

  • ქიტი;
  • ქიტურა;
  • ქიტკოვზი (თუშ.);
  • კონჩხა, კოჩხო (ფშავ. ხევ.) და სხვა.

კოვზები იყო მრგვალი და ოვალური. იცოდნენ ხის, კამეჩის, თხის და ცხვრის რქისაგან კოვზების გამოთლა.

საკოვზე რქას ხერხავდნენ, ცეცხლზე შეარბილებდნენ, დანით გათლიდნენ, ჭოპოანით გაფხეკდნენ. ხმარობდნენ ძირითადად მწყემსები.

კოვზი, რომელსაც ეკლესიაში ზიარებისას იყენებენ არის სიმბოლო იმ ლერწმისა, რომლითაც ქრისტეს წყლის მაგივრად მიაწოდეს ძმარში დასველებული ღრუბელი.


[რედაქტირება] ლიტერატურა

მ. ხარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, ძმ, 1988, №1. ე. ნ. გ.გ.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები