კოკაინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
====თოვლის გაელვება====
 
====თოვლის გაელვება====
 
„თოვლის გაელვება“ – ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ყინულის კრისტალებზე მზის სხივის ციმციმის მსგავსი ჰალუცინაციური ან ილუზორული აღქმა. აღწერილია ტერატოგენული მოქმედება, რომელიც მოიცავს საშარდე ტრაქტის ანომალიასა და კიდურების დეფორმაციას. კოკაინის მიღებით გამოწვეული დარღვევები შესულია დსკ მე-10 გადასინჯვაში, კერძოდ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული დარღვევების ბლოკში (რუბრიკა F14).  
 
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[კოკაინის ავადმოხმარება]]
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:27, 19 ივნისი 2019 მდგომარეობით

კოკაინი - (cocaine) – კოკას ფოთლებიდან მიღებული ან ეკგონინის, ან მისი დერივატებისაგან სინთეზირებული ალკალოიდი.

კოკაინის ჰიდროქლორიდი, როგორც ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება, ფართოდ გამოიყენებოდა ოტოლარინგოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, მისი ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედების გამო, გამოიყენება ადგილობრივი სისხლდენის შემაჩერებლად. გარდა ამისა, კოკაინი წარმოადგენს ცნს-ის ძლიერ სტიმულატორს და მისი არასამედიცინო გამოყენება განპირობებულია იმით, რომ გამოიწვიოს ეიფორია ან სიფხიზლე. კოკაინის ხშირი გამოყენება იწვევს დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას.

კოკაინი ან „კოკ“-ი არის თეთრი, ნახევრადგამჭვირვალე კრისტალები ან ფანტელები. მას ხშირად ურევენ სხვადასხვა სახის შაქარსა ან ანესთეზიურ საშუალებებში. იგი მიიღება ინჰალაციური გზით და 1-3 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება. შესაძლებელია კოკაინის მიღება per os, ალკოჰოლთან ერთად. ზოგჯერ მას ღებულობენ ოპიოიდებთან ერთად, ინტრავენურად (განსაკუთრებით – ოპიომანები).

„საფუძვლის გათავისუფლება“ გულისხმობს კოკაინის მოქმედების გაძლიერებას, მისგან აქტიური ალკალოიდის გათავისუფლებით. ეს შესაძლებელია კოკაინის ორთქლის შესუნთქვით, სიგარეტის ან ყალიონის მეშვეობით. წყალში გახსნილ კოკაინს უმატებენ ტუტეს (საჭმელ სოდას) და ახდენენ „თავისუფალი საფუძვლის“ ექსტრაჰირებას ეთერით ან ჰექსანით. აღნიშნული პროცედურა სარისკოა, რადგან ასეთი ნაერთი ფეთქებადსაშიში და ადვილადაალებადია.

გაცილებით უფრო ხშირად მიმართავენ უფრო მარტივ პროცედურას – ახურებენ კოკაინის მარილებს და საჭმელ სოდას, ამ პროცედურის შედეგად მიიღება „კრეკი“.

სარჩევი

[რედაქტირება] კრეკი

„კრეკი“ (ან „როკვი“) წარმოადგენს ალკალოიდურ კოკაინს, ღია ყავისფერ ამორფულ შენაერთს, რომელიც ნატრიუმ ქლორიდის კრისტალებსაც შეიძლება შეიცავდეს. სახელი „კრეკი“ წარმოდგება იმ ტკაცანის ხმისაგან, რომელსაც აღნიშნული ნაერთი გამოსცემს გახურების დროს.

„კრეკის“ მოქმედება იწყება შესუნთქვიდან 4-6 წამის შემდეგ. დასაწყისში ადგილი აქვს სიხარულის მძაფრ შეგრძნებას, ქრება განგაშის გრძნობა, პიროვნება ხდება თავდაჯერებული, ძლიერდება საკუთარი ღირსების შეგრძნება, ქვეითდება სააზროვნო პროცესები, რის გამოც ადგილი აქვს უპასუხისმგებლო, უკანონო, ზოგჯერ სახიფათო გადაწყვეტილებების მიღებას. ასოციაციური პროცესი აჩქარებულია, ხშირად – დაუკავშირებელი. სასიამოვნო განცდა გრძლდება 5-7 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ვითარდება დისფორია, ამიტომ ხშირად ადგილი აქვს „კრეკის“ განმეორებით მიღებას. ამიტომაც დოზის გადამეტებას კოკაინის სხვა ფორმებზე უფრო ხშირად ადგილი აქვს „კრეკის“ მიღების შემთხვევაში.

კოკაინის განმეორებით მიღება ცნობილია „ბედნიერების ზოლის“ სახელით, რომელიც მთავრდება კრახით, ანუ ნივთიერების მიღების შეწყვეტით, რაც უნდა განვიხილოთ როგორც აღკვეთის სინდრომი, რომლის დროსაც ადგილი აქვს შიშის გრძნობას, ცუდ წინათგრძნობას, ღრმა დეპრესიას, ძილიანობას, აპათიას მწვავე ტოქსიკური რეაქცია შეიძლება აღენიშნებოდეს როგორც კოკაინის ეპიზოდურ მომხმარებელს, ისე ქრონიკულ ავადმყოფს. კლინიკური სურათი მოიცავს: პანიკურ შიშს, დელირიუმს, ჰიპერტენზიას (ზოგჯერ სუბდურალურ ან სუბარაქნოიდალურ სისხლჩაქცევას), არითმიას, კრუნჩხვებს, მიოკარდიუმის ინფარქტს, გულსისხლძარღვთა უკმარისობას, ეპილეფსიურ მდგომარეობასა და სიკვდილს.

სხვა ფსიქონევროლოგიური სინდრომებიდან ადგილი აქვს ფსიქოზური რეგისტრის სინდრომებს, პარანოიდული ბოდეითი იდეებით, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციებით; დამოკიდებულების იდეებს.

[რედაქტირება] თოვლის გაელვება

„თოვლის გაელვება“ – ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ყინულის კრისტალებზე მზის სხივის ციმციმის მსგავსი ჰალუცინაციური ან ილუზორული აღქმა. აღწერილია ტერატოგენული მოქმედება, რომელიც მოიცავს საშარდე ტრაქტის ანომალიასა და კიდურების დეფორმაციას. კოკაინის მიღებით გამოწვეული დარღვევები შესულია დსკ მე-10 გადასინჯვაში, კერძოდ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული დარღვევების ბლოკში (რუბრიკა F14).

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

კოკაინის ავადმოხმარება

[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები