კოლხური ასლი
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005). | უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005). | ||
− | XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე | + | XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე [[იმერეთი]]ს ზონაში (Менабде, 1948). |
15:41, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
კოლხური ასლი - Triticum palaeo-colchicum Menabde (=T. georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr.). ხორბლის ჯიში. დასავლეთ საქართველოში ასლი პირველად აღმოჩენილი იყო ლეჩხუმის მინდვრებში ვ. სუპატაშვილის მიერ, Triticum dicoccum. var. chvamlicum Supat. სახელწოდებით (სუპატაშვილი, 1929); 1932 წ. ლ. დეკაპრელევიჩმა და ვლ. მენაბდემ ასლი გამოჰყვეს ცალკე ქვესახეობად – T. dicoccum grex. georgicum Dekapr. & Menabde-ს სახელწოდებით (Декапрелевич, Менабде, 1932); ს. ნევსკიმ 1935 წ. ის დამოუკიდებელ სახეობად აღწერა, თ. karamyschevii Nevski-ის სახელწოდებით (Невский, 1935). ამ მცენარის მარცვლის აღმოჩენამ კოლხეთის ენეოლითურ ფენებში განაპირობა ვლ. მენაბდის მიერ 1940 წ. მისი გამოყოფა ცალკე სახეობად, ძველი კოლხური ასლის – Triticum palaeo – colchicum Menabde-ს სახელწოდებით (Менабде, 1940). ლ. დეკაპრელევიჩმა 1941 წელს მისი და ვლ. მენაბდის მიერ ქვესახეობად მიჩნეული T. dicoccum subsp. georgicum აამაღლა სახეობის რანგში და უწოდა Triticum georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr. (Декапрелевич, 1941).
კოლხური ასლი საშემოდგომო ხორბალია. როგორც უძველესი სამიწათმოქმედო კულტურის რელიქტი, მეტად საინტერესოა ხორბლის გვარის ევოლუციის შესასწავლად. კოლხური ასლის თანამედროვე ფორმები, მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით, განსაკუთრებით თავთავის მტვრევადობით, თავთავის უკიდურესი სიმჭიდროვითა და მარცვლის კილიანობით, მსგავსია ხორბლის ველური ფორმებისა.
მისი მნიშვნელოვანი სამეურნეო თვისებებია: ნაცარა, მტვრიანა და მაგარი გუდაფშუტებისადმი გამძლეობა, მრავალთავთუნიანობა (34-39 თავთუნი თავთავზე); ფართოფოთლიანობა, მაღალი მკვრივი ღერო (100-120 სმ სიმაღლის), რაც მეტად საყურადღებოა სასელექციო თვალსაზრისით.
უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მარცვლის კილიანობა და ძნელად ლეწვადობა. კოლხური ასლის მარცვალი გამოირჩევა ცილისა და ცილაში ლიზინის მაღალი შემცველობით (გორგიძე, 1964; მაისაია და სხვ. 2005).
XX ს.-ის 40-იანი წლების მონაცემებით, კოლხური ასლი ამ დროს ჯერ კიდევ ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმსა და მის მოსაზღვრე იმერეთის ზონაში (Менабде, 1948).
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016