კოღუაშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა კოღუაშვილი

პაატა კოღუაშვილი – დაიბადა 1956 წლის 5 სექტემბერს ქუთაისში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი.

განათლებასაქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1978).

სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

  • 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, ადიგენის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე;
  • სახელმწიფო საბჭოს წევრი;
  • პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992).
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული წესით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, სახალხო ფრონტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.


ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები