კუდუხაანთ ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუდუხაანთ ციხე“ გადაიტანა გვერდზე „კუდუხაანთ კოშკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუდუხაანთ კოშკი“ გადაიტანა გვერდზე „კუდუხაანთ ციხე“ გადამისა...)

17:14, 31 ივლისი 2020-ის ვერსია

კუდუხაანთ ციხე, კოშკი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის ჩრდილო-დასავლეთით, 300 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი (8,25X7 მ) ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ეს სართული ნახევრად ნანგრევებითაა ამოვსეული. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გეგმით სწორკუთხა ბუხარია. მის მარცხნივ ვიწრო სათოფურია. ასეთივე სამი სათოფურია აღმოსავლეთ კედელშიც. მესამე სართულზე, დასავლეთ კედელში ორი სათოფურია. სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზეა გამართული.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები