კუდუხაანის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კუდუხაანის კომპლექსი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[...)
 
(წყარო)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]]

17:23, 31 ივლისი 2020-ის ვერსია

კუდუხაანის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის მიდამოებში, ნასოფლარ კუდუხაანის ჩრდილო-დასავლეთით ორასიოდე მეტრზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე გაირჩევა სასახლის, ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნაშთები.

სასახლის ნანგრევების (17,2X11,3 მ) გარშემო, ასიოდე მეტრზე შემორჩენილია ქვით ნაგები სახლების კედლების კონტურები. სასახლეს გარს ერტყა გალავანი, რომლის კედლების კვალიღაა შემორჩენილი.

ციხე-კოშკი

სასახლესთან ახლოს იდგა ციხე-კოშკი, რომლის ზედა ნაწილი გარღვეულია, ამიტომ მას „ორკაპა ციხეს“ ეძახდნენ. კოშკში ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მიწიდან 2 მეტრზე. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში ნიშია, მეორე სართულის კედლებში – ბუხარი, სამი ნიში და ერთი სარკმელი; მესამე სართულის ორ შემორჩენილ კედელში ნიში და სარკმელია კოშკს სათოფურები არა აქვს, რაც მოწმობს რომ იგი XVI საუკუნემდე უნდა იყოს აგებული.

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – ერთი. კამარა, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა, ჩაქცეულია. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტი კედლებზე ჩანს მოხატულობის კვალი.

ეკლესიას სამხრეთით აგურის კამაროვანი მინაშენი ჰქონია შემორჩენილია დასავლეთ მონაკვეთი. ეკლესიის სამხრეთით მდებარე ნაგებობების სარდაფი წარმოადგენს სამარხ კამერას, რომლის სამხრეთ კედელში ჩატანებული ორნამენტიანი ქვა სტელის ფრაგმენტი უნდა იყოს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები