კურთხევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურთხევა - ღმრთისადმი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიმართული თხოვნა, რათა მან განსაკუთრებულად მოავლინოს თავისი მადლი პიროვნებაზე, ან ქვეყანაზე, ერზე ან რომელიმე საგანზე და ა.შ.

ვიწრო გაგებით, კურთხევა განსხვავდება მეოხების ლოცვისაგან, რადგანაც მას განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე პირი – მღვდელმსახური – წარმოთქვამს. კურთხევა შეიძლება იყოს მოხმობითი ან მიძღვნითი. კურთხევა იმ შემთხვევაშია მიძღვნითი, როდესაც პიროვნებას ან კულტის საგანს მიემართება, ანდა ახლავს ღმრთისმსახურებისადმი მიძღვნის წესს. კურთხევის მიცემა შეიძლება ჯვრის გამოსახვით ან ხელდასხმით, ნაკურთხი წყლის შეპკურებით ან წმიდა ზეთის ცხებით. კურთხევის თეოლოგიური საფუძველი ქრისტესმიერი მადლის შუამავლობაა. მართლაც, იესოში ხორციელდება ღმრთის უმაღლესი კეთილმოსურნეობა ანუ მისი კურთხევის სისრულე.




წყარო

  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები