ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

ლაზარეს აღდგინება - იესო ქრისტეს ამქვეყნიური ერთ-ერთი სასწაული. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში.

„იყო ვინმე სნეული ლაზარე ბეთანიიდან, მარიამისა და მართას, მისი დის, დაბიდან; ეს იყო მარიამი, რომელმაც სცხო უფალს ნელსაცხებელი და შეუმშრალა მას ფეხები თავისი თმით და რომლის ძმა, ლაზარე, სნეული იყო. გაგზავნეს იესოსთან მისმა დებმა და უთხრეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, სნეულია. და როგორც კი გაიგონა იესომ, თქვა: ეს სნეულება არ არის სასიკვდილო, არამედ ღვთის დიდებისთვის არის, რათა იდიდოს ძე ღვთისა ამით.
და უყვარდა იესოს მართა და მისი და, და ლაზარე. როცა გაიგო, რომ სნეულია, მაშინ გაჩერდა, სადაც იყო, იმ ადგილას ორი დღე. მერე, ამის შემდეგ უთხრა მოწაფეებს: წავიდეთ კვლავ ჰურიასტანში. უთხრეს მას მოწაფეებმა: რაბი, ახლახანს გეძებდნენ შენ იუდეველები ჩასაქოლად და კვლავ იქ მიდიხარ? მიუგო იესომ: განა თორმეტი ჟამი არ არის დღეში? ვინც დადის დღისით, არ ბორძიკობს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს; ხოლო ვინც დადის ღამით, ბორძიკობს, რადგან ნათელი არ არის მასში. ეს თქვა და ამის შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მივდივარ, რომ გავაღვიძო იგი. უთხრეს მისმა მოწაფეებმა: უფალო, თუ დაიძინა, იცოცხლებს. ხოლო იესომ თქვა მის სიკვდილზე და მათ ეგონათ, რომ ძილით დაძინებაზე თქვა. მაშინ უთხრა მათ იესომ ცხადად: ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენ გამო, რომ ირწმუნებთ, რადგან არ ვიყავი იქ; მაგრამ წავიდეთ მასთან. უთხრა თომამ, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, თანამოწაფეებს: წავიდეთ ჩვენც, რათა დავიხოცოთ მასთან ერთად.
და როცა მივიდა იესო ბეთანიაში, ნახა, რომ უკვე ოთხი დღე იყო საფლავში. და იყო ბეთანია იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით თხუთმეტ უტევანზე. და იუდეველთაგან მრავალი იყო მოსული მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი მათი ძმის გამო. და როგორც კი მართამ გაიგო, რომ იესო მოდის, მიეგება მას, ხოლო მარიამი სახლში იჯდა.
უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა; მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ, აღდგება შენი ძმა. უთხრა მას მართამ: ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრება; ვინც ირწმუნებს ჩემსას, რომც მოკვდეს, იცოცხლებს, და ყველა, ვინც ცოცხალია და სწამს ჩემი, არ მოკვდება იგი უკუნისამდე. გწამს ეს? უთხრა მას: ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა, მომავალი ამ სოფლად. და როგორც კი ეს თქვა, წავიდა და მოუხმო მარიამს, თავის დას, ფარულად და უთხრა: მოძღვარი მოვიდა და გიხმობს შენ. ხოლო როგორც კი გაიგონა მან, სწრაფად ადგა და წავიდა მასთან, რადგან ჯერ არ იყო მოსული იესო დაბაში, არამედ იყო კვლავ იმ ადგილას, სადაც მიეგება მას მართა; ხოლო იუდეველები, რომლებიც იყვნენ მასთან სახლში და ანუგეშებდნენ მას, როცა დაინახეს, რომ მარიამი სწრაფად ადგა და გავიდა, გაჰყვნენ მას; ეგონათ, რომ მიდიოდა საფლავზე, რათა ეტირა იქ. და როგორც კი მარიამი მივიდა, სადაც იყო იესო, და დაინახა იგი, ჩაუვარდა ფეხებში და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. ხოლო როგორც კი დაიანახა იესომ, რომ იგი ტიროდა და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და შეძრწუნდა და უთხრა: სად დადეთ იგი? უთხრეს მას: უფალო, მოდი და ნახე. და ცრემლები წამოუვიდა იესოსაც. და ამბობდნენ იუდეველები: ნახე, როგორ უყვარდა იგი; ხოლო ზოგმა მათგანმა თქვა: განა არ შეეძლო ამას, ვინც აუხილა თვალები ბრმას, გაეკეთებინა რამე, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
და იესო, კვლავ შეძრული შინაგანად, მივიდა საფლავთან; და იყო გამოქვაბული და ლოდი ედო მას. უთხრა იესომ: აიღეთ ლოდი. უთხრა გარდაცვლილის დამ, მართამ: უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა. უთხრა მას იესომ: განა არ გითხარი შენ, რომ, თუ ირწმუნებ, იხილავ ღვთის დიდებას? აიღეს ლოდი იქიდან, სადაც მკვდარი იყო დასვენებული; ხოლო იესომ აღაპყრო თვალები ზეცად და თქვა: მამაო, გმადლობ შენ, რომ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რომ ყოველთვის ისმენ ჩემსას, მაგრამ გარშემო მდგომი ხალხისთვის ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე. და ეს თქვა და დიდი ხმით ღაღადყო: ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მკვდარი, რომელსაც შეკრული ჰქონდა ფეხები და ხელები სახვევით და მისი სახე სუდარით იყო შეხვეული. უთხრა მათ იესომ: გახსენით იგი და გაუშვით, გაიაროს. და იუდეველთაგან მრავალმა, რომლებიც მოსული იყვნენ მარიამთან და იხილეს, რაც გააკეთა იესომ, ირწმუნა მისი; ხოლო ზოგი მათგანი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა მათ, რაც გააკეთა იესომ“ (იოანე, 11:1-46).

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები