ლაზური ცეკვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზური ცეკვა − ხალხური ცეკვის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი „ლაზ მეთევზეთა ცეკვას” ეჭირა, რომელიც იგივე „მებადურთა ცეკვას” წარმოადგენდა და ლაზთა უძველეს შრომა-საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. „ლაზურს” ადრე სარფსა და მახოში მამაკაცები ცეკვავდნენ, შემდგომ მასში ქალებიც გაერთიანდნენ, რითაც შრომის ამსახველ კომპოზიციას მეტი სიცხადე მიეცა. ლაზებმა ეს ცეკვა საუკუნეთა მანძილზე გამოატარეს და დღემდე შეინარჩუნეს.

ლაზური, როგორც ხალხური ცეკვისა და სიმღერის საუკეთესო ნიმუში ჩასაბერით, სტვირით (ოსტივანდე), სალამურით (კაკალი) და დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. მასში ასახული იყო კოლექტიური შრომა, გადმოცემული იყო ზღვის, ნავის, ბადის ქსოვის თემატიკა, თევზაობის პროცესი.

ლაზურის − „ლაზხორუმის” გარდა, ლაზებში სხვა ცეკვებიც სრულდებოდა: „ოთი რთინანო”, „მენჯელიში”, „მხუჯიში”... მხუჯიში ისეთი ცეკვა იყო, რომლის დროსაც ილეთები ფეხით დაბლა სრიალით სრულდებოდა, რადგან თითოეული მოცეკვავის მხარზე მეორე მოცეკვავე იდგა და მათ წონასწორობის დაცვის მიზნით ხელები ერთმანეთზე ჰქონდათ გადაბმული. ლაზ-ხორუმი აჭარის სხვა სოფლებშიც სრულდებოდა.



ლიტერატურა

ლაზიშვილი, 2009:497-501.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები