ლაპლასის ოპერატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ლაპლასის ოპერატორი“ გადაიტანა გვერდზე „ლაპლასიანი“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ლაპლასიანი“ გადაიტანა გვერდზე „ლაპლასის ოპერატორი“ გადამისამ...)

16:40, 16 მარტი 2024-ის ვერსია

ლაპლასის ოპერატორი (ლაპლასიანი, ანუ დელტა-ოპერატორი) – მეორე რიგის წრფივი დიფერენციალური ოპერატორი, რომელიც აღინიშნება ∆ (დელტა) ან ∇2 სიმბოლოთი:

Laplasis operatori005.png


აქ Laplasis operatori007.png – ჰამილტონის ოპერატორია.


თუ φ არის n ცვლადის ორჯერ წარმოებადი ფუნქცია φ=φ(x1,x2,…,xn), მაშინ

Laplasis operatori015.png
განვიხილოთ
Laplasis operatori017.png


თუ ვექტორული ველი პოტენციურია, მაშინ div (grad u) = 0 და მაშასადამე, პოტენციური ფუნქცია u – ჰარმონიულია, ვინაიდან ის აკმაყოფილებს ლაპლასის განტოლებას:


Laplasis operatori023.png (ანუ ∆ u =0).


ლაპლასის ოპერატორი ცილინდრულ კოორდინატებში:


Laplasis operatori027.png


ლაპლასის ოპერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათემატიკურ ანალიზში, მათემატიკურ ფიზიკაში, გეომეტრიაში.

ლაპლასის ოპერატორის მნიშვნელობა მათემატიკის მრავალ საკითხში განპირობებულია მისი ძირითადი თვისებით: ეს ოპერატორი წარმოადგენს ერთადერთს მეორე რიგის ყველა დიფერენციალურ ოპერატორს შორის, რომელიც ინვარიანტულია x1,x2,…,xn ცვლადების ნებისმიერი ორთოგონალური გარდაქმნის მიმართ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები