ლეგიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეგიონი (ლათინურიდან lego – ვაგროვებ, ვკრებ) – ძირითადი ორგანიზაციული ერთეული ძველი რომის არმიაში. თავდაპირველად ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას – 3 ათ. ქვეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისაგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს ან სამხედრო წვრთნისას. ძვ.წ. V–IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2–4-მდე და მეტადაც გაიზარდა.

ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმე ქვეითი ჯარი – 3000 კაცი (პრინციპები, გასტატები, ტრიარიები), მსუბუქი ქვეითი ჯარი – 1200 კაცი (ველიტები) და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 ტაქტიკურ ქვედანაყოფად – მანიპულად (თითოეულში 60–120 მეომარი, რომლებიც 2 ცენტურიონს შეადგენენ), მათ ემატებოდათ ველიტები. რესპუბლიკის დროს ლეგიონს სათავეში ედგა ტრიბუნი, იმპერიის დროს – ლეგატი. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს მარიუსმა შეცვალა ლეგიონის ორგანიზაცია, ჯარისკაცებს ხელფასი მოუმატა და რომის არმია გახდა პროფესინალური, დაქირავებული არმია.

იმპერატორ ავგუსტუსის დროს ლეგიონის შემადგენლობა 7 ათ. კაცამდე გაიზარდა. ლეგიონს მიენიჭა ნომერი, სახელწოდება; ჰქონდა „დროშა“ – ჯოხზე დამაგრებული ვერცხლის არწივი. რომის იმპერიის გაყოფის დროს (ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს) აღმოსავლეთ იმპერიაში იყო 70 ლ., დასავლეთში – 63.

XVI–XIX საუკუნეებში ლეგიონი ეწოდებოდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებას საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და რუსეთში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები