ლენტური საძირკველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
 
სახეობის მიხედვით განასხვავებენ ორი ტიპის ლენტურ საძირკველს: ბლოკურს და მონოლითურს.  
 
სახეობის მიხედვით განასხვავებენ ორი ტიპის ლენტურ საძირკველს: ბლოკურს და მონოლითურს.  
  
ბლოკური საძირკველი, რომელიც აწყობილია ბეტონის ბლოკებისგან, მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია. რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს.  
+
ბლოკური საძირკველი, რომელიც აწყობილია [[ბეტონი]]ს ბლოკებისგან, მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია. რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს.  
  
 
მონოლითური ლენტური საძირკვლის მოწყობის ეტაპებია:  
 
მონოლითური ლენტური საძირკვლის მოწყობის ეტაპებია:  

15:45, 18 მაისი 2022-ის ვერსია

ლენტური საძირკველი

ლენტური საძირკველიკაპიტალური კედლის ქვეშ უწყვეტად ამოყვანილი საძირკველი. არსებობს ყორექვის (დალაგებული ქვებისაგან), ყორებეტონის (შემვსები ხრეში, ღორღი, აგურის ნამსხვრევები, ქვის კარიერის ნარჩენები და სხვ.) და ქვიშის (მხოლოდ მცირე, ერთსართულიანი სახლებისათვის). ნებისმიერი სახის საძირკველი, მათ შორის ლენტური, საკუთარ თავზე იღებს მოსულ დატვრითვას, რომელიც გადაეცემა გრუნტს. საძირკველი ლენტურის ფართო გამოყენებას განაპირობებს მოწყობის სიმარტივე. ის წარმოადგენს რკინაბეტონის კონსტრუქციას ერთნაირი კვეთით შენობის მთელ პერიმეტრზე. სიგანე აიღება მზიდი კედლის ზომის (პრაქტიკაში ის სავარაუდოდ 50 სმ–ია) მიხედვით; ჩაღრმავება დამოკიდებულია დატვირთვებსა და გრუნტის მახასიათებლებზე. საძირკვლის მოწყობა ხდება წლის თბილ პერიოდში. მონოლითური საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი იძლევა დატვირთვების თანაბრად გადანაწილებას, თუნდაც არაერთგვაროვნად საძირკვლის დაჯდომის შემთხვევაში. მსგავსი საძირკვლის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ შენობაში იქნება მძიმე გადახურვა ან მოეწყობა მასიური კედელი (აგური, ბლოკი, ქვა). მისი გამოყენება ოპტიმალურია იმ შემთხვევაშიც, თუ გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის ან სარდაფის მოწყობა.


სახეობის მიხედვით განასხვავებენ ორი ტიპის ლენტურ საძირკველს: ბლოკურს და მონოლითურს.

ბლოკური საძირკველი, რომელიც აწყობილია ბეტონის ბლოკებისგან, მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია. რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს.

მონოლითური ლენტური საძირკვლის მოწყობის ეტაპებია:

  1. მოსამზადებელი სამუშაოები (ნაკვეთის მომზადება, საძირკვლის გაანგარიშება, მასალის შეძენა);
  2. ტრანშეის მოწყობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ხელით ან სპეცტექნიკის გამოყენებით. ტრანშეის ძირზე უნდა გაკეთდეს ქვიშის „ბალიში“ და შესრულდეს ჰიდროიზოლაცია;
  3. ყალიბის მოწყობა, რომლისთვისაც ძირითადად გამოიყენება ფიცარი;
  4. არმატურის მონტაჟი (ეს პროცესი მიმდინარეობს ყალიბის მოწყობის პარალელურად);
  5. ბეტონის ჩასხმა (ბეტონი უნდა ჩაისხას რამდენიმე შრედ);
  6. საძირკვლის ჰიდროიზოლაცია;
  7. გრუნტსა და საძირკველს შორის არსებული შრის ამოვსება (ივსება ხელით, რათა არ დაზიანდეს ჰიდროიზოლაცია).

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები