ლიტურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:08, 16 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტურგია - ჟამის წირვა. ღვთისმსახურება, წირვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სიტყვა „ლიტურგია“ წარმოსდგება ორი ბერძნული სიტყვისაგან: ლეოს - ლაოს (ერი, ხალხი) და ურგია - საქმე ქმედება. როცა ღვთისადმი აღევლინება მსახურება, ეს არის სწორედ ხალხისა და ხალხისადმი აღვლენილი მსახურება, რადგანაც მსახურების შეწევნა სწორედ ხალხს სჭირდება, რომელიც ღვთისაგან მოდის. არსებობს სამი სახის ლიტურგია: 1. კვეთა; 2. კათაკმეველთა ლიტურგია; 3. მართალთა ლიტურგია. კვეთა ეწოდება ლიტურგიის პირველ ნაწილს, რომლის დროსაც მზადდება მასალა წმ. საიდუმლოს შესასრულებლად. მას პროსკომიდიასაც უწოდებენ, რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანას, რადგანაც ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო ზიარებისათვის. კათაკმეველთა ლიტურგიის დროს კათაკმეველებს აქვთ უფლება დაესწრონ წირვას. კათაკმეველთა ლიტურგია არის წირვის სწავლა-მოძღვრებითი ნაწილი.

წლის განმავლობაში აღესრულება სამი სახის ლიტუგია: წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილი დიდისა და წმ. გრიგოლ დიოლოღოსისა (ანუ პირველშეწირულისა). წმ. ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში ათჯერ: დიდმარხვის I, II, III, IV და V კვირას, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს, 1 (14) იანვარს (წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს), ქრისტეშობას ან მის წინა დღეს, ნათლისღებას ან მის წინა დღეს. წმ. გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგია აღესრულება დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, ვნების კვირის (აღდგომის წინა კვირა) ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს დამთხვეულ დღესასწაულებზე, წელიწადის ყველა დანარჩენ დღეებში აღესრულება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები