ლოპიტალის წესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლოპიტალის წესი''' – 0/0 ან ∞/∞ სახის განუზღვრელობის გახსნის წე...) |
15:07, 19 მარტი 2024-ის ვერსია
ლოპიტალის წესი – 0/0 ან ∞/∞ სახის განუზღვრელობის გახსნის წესი.
ეს წესი შემდეგში მდგომარეობს: თუ f(x) და g(x) ფუნქციები წარმოებადია x=x0 წერტილის რაიმე არეში (შესაძლოა თვით x=x0-ის გამოკლებით) და არსებობს ზღვარი.
ლოპიტალის წესი გამოიყენება სხვადასხვა სახის განუზღვრელობის გასახსნელად: o/ o, ∞ /∞, ∞ - ∞, 0 - ∞, 00, 1∞, ∞0. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად,
შეიძლება ლოპიტალის წესის განმეორებით გამოყენება:
ამ წესის გამოყენება შეიძლება რამდენიმეჯერ.
ლოპიტალის წესი წარმოადგენს ზღვრების გამოთვლის საკმაოდ ძლიერ იარაღს. ეს წესი ფრანგმა მათემატიკოსმა გ. ლოპიტალმა პირველად გამოაქვეყნა დიფერენციალური აღრიცხვის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოში (1696); მას საფუძვლად დაედო შვეიცარიელი მეცნიერის ი. ბერნულის ლექციები, რომლისთვისაც ცნობილი იყო ლოპიტალის წესი.