ლოსკუტოვი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:28, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ლოსკუტოვი

ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე - (1892, ქ. თბილისი - 29.XI.1937, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში, ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.

დამოუკიდებლობის პერიოდში ჩართული იყო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა შრომის კომისიაში.


საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. გაემიჯნა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1923 მცირე ხნით იყო დაპატიმრებული. 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს მავნებლობის ბრალდებით. ამავე წლის დეკემბრის ბოლოს დამნაშავედ ცნო ე.წ. „ტროიკამ“. დახვრიტეს თბილისში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სტალინური სიები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები