ლოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 22 ნოემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოცვა - (ეტიმ. პროვანს. pregueira (ნაწარმოებია ლათინურიდან precarius „ლოცვებით მოხვეჭილი“).

ახალ აღთქმაში უფალი იესო ქრისტე თავად ლოცულობდა და ლოცვას ხალხსაც ასწავლიდა. ის, ვინც არ ლოცულობს ღვთისადმი, ვერ იქნება ქრისტეს მიმდევარი.

ეკლესიის ყველა ლოცვა სამერთიანია: ჩვენ ვლოცულობთ სულიწმინდაში, ძე ღვთისას – იესო ქრისტეს მეშვეობითა და მისი სახელით მამა ღმერთისადმი. შესაძლოა, ჩვენი ლოცვა მიმართული იყოს ცალკე ქრისტესადმი და ცალკე სულიწმინდისადმი – ღმრთეებრივი პირებისადმი, რომლებიც მამა ღმერთის ერთარსნი არიან და მარადიულად მყოფობენ მასთან სრულყოფილ ერთობაში.

ჩვენ, ასევე, ვლოცულობთ წმინდანების მიმართ, – მაგრამ განსხვავებულად, ვიდრე წმინდა სამებისადმი, – როგორც ჩვენი შემწეების, შუამდგომლებისა და ეკლესიის ცხოვრებაში თანამონაწილეებისადმი, რომლებიც უკვე განდიდებულნი არიან ღმერთში და იმყოფებიან მასთან. გარდა ამისა, ჩვენ ვლოცულობთ წმინდა ანგელოზებისადმი და, რაც ყველაზე მთავარია, დედა ღვთისმშობლის, ზეციური დედოფლის, ღვთის წინაშე ადამიანთა პირველი შუამდგომლის მიმართ.

საეკლესიო კატეხიზმოებში საუბარია ლოცვის სამ სახეზე: ვედრება, მადლიერება და დიდება. შესაძლებელია, დავამატოთ მეოთხე სახის ლოცვაც, რომელსაც ვუწოდებთ უფლის წინაშე გოდებას, ღვთისადმი შეკითხვას ცხოვრებისა და ჩვენი არსებობის საზრისის შესახებ, განსაკუთრებით კი, მძიმე და მწარე მომენტებში. წმინდა წერილში ლოცვის ამ ოთხივე ტიპს ვხვდებით.

ხანდახან ლოცვას „ღმერთთან დიალოგს“ უწოდებენ. ასეთი განსაზღვრება სავსებით სწორია, თუ არ დავივიწყებთ, რომ შესაძლებელია დუმილის დიალოგი, რომელიც ჩვენი გულების სიჩუმეში მიმდინარეობს. უფრო ტრადიციული და ძველი განმარტებით, ლოცვა არ ის გონებისა და გულის ამაღლება ღმერთთან, დგომა ღვთის მყოფობაში, მუდმივი გაცნობიერება და ხსოვნა მისი სახელისა, მისი არსებობისა, მისი ძალაუფლებისა და მისი სიყვარულისა. ასეთ ლოცვას ღმერთის წინაშე სვლასაც უწოდებენ.

ლოცვის მიზანია ღმერთთან ზიარება და ღმერთის ნების აღსრულების მზაობისა და შესაძლებლობის მიღწევა. მაგრამ თუ ადამიანს არ სურს, შეცვალოს საკუთარი თავი და დაემორჩილოს ქრისტეს მისი აღთქმის შესრულებაში, მაშინ მას არაფერში არ სჭირდება ლოცვა. წმინდანები გვასწავლიდნენ, რომ უფლისადმი ლოცვა ღმერთის მოწოდებაზე პასუხის გაცემისაკენ სწრაფვისა და ღვთისადმი მიდევნების გარეშე, შესაძლოა, სულიერად საშიშიც იყოს, რადგან ლოცვა არ ნიშნავს უბრალოდ ტექსტის სიტყვების განმეორებას, ლოცვა უნდა იყოს საიდუმლო, მოკლე, რეგულარული, არამრავალსიტყვიანი, ღვთისადმი სრული ნდობით სავსე და რწმენით, რომ მას ესმის ჩვენი.

მართლმადიდებელი ეკლესია იცავს ძველი აღთქმის ტრადიციას და განსაზღვრულ საათებში ლოცულობს. ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ დილით, საღამოს, ტრაპეზის წინ და მის შემდეგ; გარდა ამისა, არ უნდა შევწყვიტოთ მოკლე ლოცვები და მას უნდა ვიმეორებდეთ მთელი დღის განმავლობაში. ამისთვის ბევრი იესოს ლოცვას იყენებს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. თუმცა, რა თქმა უნდა, ლოცვის ტექსტი, შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვა იყოს.

პირადი ლოცვა განსხვავდება ეკლესიაში ლოცვისგან. ეკლესიაში ჩვენ ყველა ერთად ვლოცულობთ, როგორც ერთი სხეული – გონების, გულისა და სულის ერთიანობაში. ეს არ ნიშნავს, რომ საეკლესიო ლოცვები დაცლილია ჩვენი პირადი საჭიროებების, სიძნელეების, ვედრებისა და სიხარულისაგან.

სწორედ ჩვენი ინდივიდუალობა და განუმეორებლობა ამდიდრებს ეკლესიის ლოცვას, სილამაზითა და სიმსუბუქით ავსებს მას. ხანგრძლივი ლოცვის სიმძიმე თავს იჩენს მაშინ, როცა იგი იქცევა მხოლოდ ფიზიკურად და არა სულიერად გაერთიანებული ცალკეული პიროვნებების ლოცვად.

ჩვენ ტაძარში მივდივართ, რათა ვიყოთ ერთად: ვიგალობოთ ერთად, ერთად ვიფიქროთ რწმენის არსზე, ერთად ვისწავლოთ და ერთად მივაღწიოთ ღმერთთან ზიარებასა და ერთიანობას. მაგრამ თუკი ადამანს სურს, ილოცოს მხოლოდ თავისი გულის მდუმარებაში, მაშინ მას არ სჭირდება ტაძარში მისვლა და არც უნდა მივიდეს ამ მიზნით. საეკლესიო ლოცვები არაა მდუმარე ლოცვისთვის. ისინი არსებობს ღვთის ერის ლოცვითი ურთიერთობისათვის ერთმანეთთან, ქრისტესთან და ღმერთთან.



წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები