მათემატიკური ქანქარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მათემატიკური ქანქარა“ გადაიტანა გვერდზე „[[ქანქარა მათემატიკური]...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქანქარა მათემატიკური“ გადაიტანა გვერდზე „[[მათემატიკური ქანქარა]...)

22:13, 13 სექტემბერი 2023-ის ვერსია

მათემატიკური ქანქარა – ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ნივთიერი წერტილი, რომელიც დაკიდებულია იდეალურად დრეკად, უწონად და უჭიმად ძაფზე და რომელსაც შეუძლია პერიოდული მოძრაობა ვერტიკალურ სიბრტყეში. მათემატიკური ქანქარის მცირე რხევის დიფერენციალურ განტოლებას აქვს სახე: d2φ/dt2+ g/ℓ∙φ=0; თვით რხევის განტოლება კი ასეთია: φ=φosin⁡(Matematik009.png φ+α), სადაც φ – ვერტიკალიდან ქანქარის გადახრის კუთხეა, φo – საწყისი გადახრა, ℓ – ქანქარის სიგრძე, α – საწყისი ფაზა.

მათემატიკური ქანქარის გადახრის φ კუთხე ეწოდება კუთხეს ქანქარის აღებული მდებარეობასა და ვერტიკალს შორის. მათემატიკური ქანქარას კუთხური ამპლიტუდა ეწოდება ვერტიკალიდან ქანქარის უდიდესი გადახრის (φo) კუთხეს. მათემატიკური ქანქარის სიგრძე ეწოდება ℓ მანძილს ნივთიერი წერტილიდან ქანქარის დაკიდების წერტილამდე. მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდი ეწოდება ერთი სრული რხევისათვის საჭირო დროის T შუალედს.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები