მამედოვი ჰუსეინ ყული-მამედ ოღლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:29, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამედოვი ჰუსეინ

მამედოვი ჰუსეინ ყული-მამედ ოღლი - (1875, სოფ. იორმუღალნო, სიღნაღის მაზ. - ?) სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა აზერბაიჯანელი გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. 1903 წლიდან იყო რსდმ პარტიის წევრი. 1904 აქტიურად მონაწილეობდა რსდმპ-ის მუსლიმური ფრაქცია „ჰუმეტის“ ჩამოყალიბების პროცესში. თანამშრომლობდა ქართველ სოციალ-დემოკრატებთან.

1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წლის მარტში, გიორგი ანჯაფარიძესთან, სამსონ ფირცხალავასთან და პეტრე სურგულაძესთან ერთად, აირჩიეს ახალციხის აჯანყების მიზეზების შესასწავლად შექმნილ სპეციალურ კომისიაში. აქტიურად იყო ჩართული მუსლიმი მოსახლეობისათვის პრობლემების მოგვარების საქმეში. ასრულებდა მნიშვნელოვან როლს მთავრობასა და მოსახლეობას შორის კავშირების გაბმის კუთხით. თანამშრომლობდა გაზ. „ერთობასთან“, აქვეყნებდა სტატიებს ზაქათალის საკითხის გარშემო.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.
  • სცსა,ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №60 .

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ჰუსეინ ყული-მამედ ოღლი მამედოვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები