მამულაიშვილი არსენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 8 აპრილი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არსენ მამულაიშვილი

მამულაიშვილი არსენ ანტონის ძე - (1866 - სოფ. დვაბზუ - 17.IX.1918, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი.

თავდაპირველად განათლება ოზურგეთის სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1883 თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში შევიდა. მოღვაწეობდა შემახაში და ნახიჩევანში მასწავლებლად. ნახიჩევანში დაავადდა, რის გამოც პედაგოგიური საქმიანობა თბილისში გააგრძელა. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1903 ივანე გომართელთან ერთად სასწავლებელი დააარსა, რომელიც 1906 დაიხურა. ამის შემდეგ მამულაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ვერის დაწყებით სკოლაში მუშაობდა. თავისი კვალი განსაკუთრებით ლიტერატურაში დატოვა: მის კალამს ეკუთვნის 11 მოთხრობა, განსაკუთრებით ცნობილია პირველი ნაწარმოები - „ფირალი დავლაძე“.

ა. მამულაიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა მისი სადეპუტატო საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

სსცა. ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები