მანევრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანევრიჯარების (ძალების, მატერიალური საშუალებების) გარკვეული ნაწილის ორგანიზებული გადაადგილება საბრძოლო მოქმედების მზადების და მსვლელობის დროს ახალ მიმართულებაზე (ზღუდეზე, რაიონზე), აგრეთვე ცეცხლის, სარაკეტო ჯარების და ავიაციის დარტყმების გადატანა. ჯარების მანევრი ხორციელდება მოწინააღმდეგის მიმართ ხელსაყრელი მდებარეობის დაკავების, ძალების და საშუალებების საჭირო დაჯგუფების შექმნის, მოწინააღმდეგის დარტყმების არიდან ჯარების გაყვანის მიზნით.

მასშტაბის (მონაწილე ძალების და საშუალებების რაოდენობის) მიხედვით განასხვავებენ სტრატეგიულ, ოპერატიულ, ტაქტიკურ მანევრს.

სტრატეგიული მანევრი სრულდება უმაღლესი სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით და ხელმძღვანელობით ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე საომარი მოქმედების თეატრის ფარგლებში.
ოპერატიული მანევრი ეწყობა გაერთიანების სარდლის გადაწყვეტილებით და ხელმძღვანელობით, ერთი ან რამდენიმე საოპერაციო მიმართულების ფარგლებში (ოპერაციის ამოცანების შესრულების ინტერესებისთვის).
ტაქტიკური მანევრი ეწყობა შენაერთის (ნაწილის, ქყედანაყოფის) მეთაურის გადაწყვეტილებით და ხელმძღვანელობით ბრძოლაში ამოცანების შესრულების ინტერესებისთვის.

ჯარების (ძალების) მანევრი შეიძლება ხორციელდებოდეს საშტატო საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებებით, აგრეთვე საავტომობილო, სარკინიგზო, წყალსანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები