მარსი ფორესტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 35: ხაზი 35:
  
 
=====ტკბილეულის გასაყიდი ავტომატები=====
 
=====ტკბილეულის გასაყიდი ავტომატები=====
1970 წელს მარსის იმპერიაში ბოლო აგური დაიდო. კორპორაციამ დაამუშავა და დანერგა შოკოლადის კანფეტების გასაყიდი ავტომატები, რითაც საფუძველი ჩაეყარა კომპანიის ბიზნესის ცალკე განშტოებას – „მარს ელექტრიკს“ (Mars Electrics). მაშინვე გაიხსნა ახალი მძლავრი საწარმოები ამერიკაში, ევროპაში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში. დაიწყო ავტომატების ყავით, ჩაით, სასმელებითა და ნაყინით დატენვა. ამგვარად, მულტინაციონალურმა კორპორაციამ სრულად განსაზღვრა თავისი მონახაზები.
+
1970 წელს მარსის იმპერიაში ბოლო [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]] დაიდო. კორპორაციამ დაამუშავა და დანერგა შოკოლადის კანფეტების გასაყიდი ავტომატები, რითაც საფუძველი ჩაეყარა კომპანიის ბიზნესის ცალკე განშტოებას – „მარს ელექტრიკს“ (Mars Electrics). მაშინვე გაიხსნა ახალი მძლავრი საწარმოები ამერიკაში, ევროპაში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში. დაიწყო ავტომატების ყავით, ჩაით, სასმელებითა და ნაყინით დატენვა. ამგვარად, მულტინაციონალურმა კორპორაციამ სრულად განსაზღვრა თავისი მონახაზები.
  
 
====ფორესტ მარსი და მისი კომპანია====
 
====ფორესტ მარსი და მისი კომპანია====

14:52, 27 იანვარი 2020-ის ვერსია

ფორესტ მარსი

ფორესტ მარსი - (ინგ. Forrest Mars, 21 მარტი, 1904 — 1 ივლისი 1999), ამერიკელი მეწარმე, ბიზნეს მაგნატი. საკონდიტრო პროდუქტების ცნობილი ბრენდების Mars, Bounty, Twix, M&M’s-ის გამომგონებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ფორესტ მარსი 1904 წელს მინესოტელი კონდიტერის ოჯახში დაიბადა. მამა ფრენკ მარსი ღამ-ღამობით იაფფასიან კანფეტებს აკეთებდა, მისი ცოლი ეტელი კი მეორე დღეს დახლიდან ყიდდა. კანფეტის ორი სახეობა ადგილობრივი მაცხოვრებლების მოწონებითაც კი სარგებლობდა. ერთი, – „ნაღების ვიქტორია“ კეთდებოდა ნაღებისა და შაქრისგან, მეორე „მარ-ო-ბარ“_ კარამელის, თხილისა და შოკოლადისგან. ადრეული წლები როდესაც ფორესტს 6 წელი შეუსრულდა, ფრენკი და ეტელი გაიყარნენ, დედამ შვილი თავის მშობლებთან _ მეშახტეთა ქალაქ ბრეტელფორდში წაიყვანა. ბავშვობა და ყრმობა ფორესტს ისეთივე ჰქონდა, როგორიც ბევრ ამერიკელ მილიარდერს.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან ქალაქ ბარკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში სტიპენდია მოიგო. საზაფხულო არდადეგების დროს სიგარეტ „ქემელ“-ის” (Camel) გაყიდვის აგენტად ეწყობოდა და ცოტაოდენ ფულს შოულობდა. 1923 წელს მან ჩიკაგოს განათების ბოძებსა და ვიტრაჟებზე მაშინ ამ ნაკლებად ცნობილი სიგარეტის სარეკლამო განცხადებები მიაწება, რისთვისაც ციხეშიც კი ამოაყოფინეს თავი.

ადრეული წლები

გათავისუფლების შემდეგ ფორესტი იელის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც ქიმიისა და ეკონომიკის შესწავლას მოჰკიდა ხელი და დიდი გატაცებით დაიწყო დიუპონსა და ჯონ როკფელერზე დაწერილი წიგნების კითხვა. 1928 წელს დაამთავრა ეს უნივერსიტეტი და მამასთან ერთად დაიწყო მუშაობა.

რამდენიმე წლის წინათ, ცხოვრებაში თავის მეორე ინტერვიუში ფორესტმა თქვა, რომ სწორედ მან აქცია მამის ბიზნესი იმპერიად და აღიარა, რომ ყოველთვის სურდა გამხდარიყო საუკუნის კონდიტერი. მოიგონა, როგორ მოევლინა ამქვეყანას „მილკი უეი“ (Milky Way). ერთხელ, როდესაც მამასთან ერთად შოკოლადის კოქტეილს სვამდა, ფორესტმა ურჩია მამას, კოქტეილის მთელი შემცველობა შოკოლადით შეეცვალა. „მან (მამამ) ზევიდან ცოტა კარამელი, ხოლო გარშემო შოკოლადი დაამატა, – იგონებდა მარსი, – ეს არც ისე კარგი შოკოლადი იყო (ის ყოველთვის ხარისხის ხარჯზე ეწეოდა ეკონომიას), მაგრამ ყოველგვარი რეკლამის გარეშე იყიდებოდა“.

ასე დაიბადა XX საუკუნის საკულტო ნუგბარი, რომელიც ტკბილეულის ყველა მოყვარულში „მარს“-ის”(Mars) იმპერიის ასოციაციას იწვევს.

სავაჭრო ქსელში გაშვების პირველივე წელს „მილკი-უეიმ“ 800 ათასი დოლარი მოგება მოიტანა. მარსმა დიდი სახლი აიშენა და ლაღი, მხიარული ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ამ იდილიას მალე წერტილი დაესვა. ფრენკს არ სურდა დაძაბული რიტმით ცხოვრება, ფორესტი კი პირიქით მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა.მამა-შვილს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. „მამას ვუთხარი, რომ თუ ბიზნესის მესამედს არ მომცემდა, წავიდოდი. წადი – მიპასუხა მან“ – აღიარებს ფორესტი.

შოკოლადის ბატონი მარსი
მარსი

1932 წელს ფორესტი ევროპაში გაემგზავრა და ინგლისში დასახლდა. ქალაქ სლუში დაიქირავა პაწაწინა საამქრო და დაიწყო მისთვის ჩვეული საქმიანობა – კანფეტების კეთება „მილკი ვეის“ ბაზაზე. მას საკუთარი უსაფრთხოების მიზნით „მარსი“ დაარქვა, მაგრამ თავდაპირველად ის სრულიად სხვა სახის პროდუქტს წარმოადგენდა. ფორესტს ესმოდა, რომ ინგლისელების გემოვნება განსხვავდებოდა ამერიკელების გემოვნებისგან. მან რძის შოკოლადი და ტკბილი კარამელი გამოიყენა. განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, მარსი დღესაც ინგლისურ პროდუქტად მიიჩნევა და ნაკლებად არის ცნობილი აშშ-ში.

ფორესტმა გენიალური მარკეტინგული სვლა მოიგონა. ხელმომჭირნე ინგლისელებს მოუხსნა იმის არასასიამოვნო შეგრძნება, რომ ტკბილეულის ყიდვა ფულის ფუჭად ხარჯვის ტოლფასია. „მარსი“– ამტკიცებდა ის, – სიამოვნება კი არა, ძალღონისა და ენერგიის მუხტია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ტკბილეული. ეს საკვებია, კვერცხი, ბევრი ერბო, კარაქი – დაღლილობის მოსახსნელი საუკეთესო შეზავებაა“ – ასე ეწერა შესაფუთ ყუთებზე. ეს იდეა დღესაც გამოიყენება მარსის სარეკლამო რგოლებში: იგი თითქმის გათანაბრებულია ნერვების დასაწყნარებელ და ძალ-ღონის აღსადგენ წამლებთან. ამ შოკოლადს უთვალავი მუშტარი ჰყავს. მარსი არ ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ეს კანფეტი ქარიშხალივით გაანადგურებს აშშ-ის.

„ემ-ენდ-ემ“-სი

არსებობს „ემ-ენდ-ემ“-ის (M&M’s) შექმნის ლეგენდაც. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ფორესტმა მოინახულა ეს ქვეყანა და ნახა, როგორ ჭამდნენ ჯარისკაცები შესვენების დროს ტკბილი გარცმით დაფარულ შოკოლადის კანფეტებს. გარცმით დაფარული კანფეტები ხელში არ დნებოდა. მარსმა სწრაფად მოიაზრა: ეს ბავშვებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მებრძოლებისთვის. ასევე, სწრაფად ჩამოართვა ხელი გარცმიანი კანფეტების მწარმოებელ ჰარისონს, იმის ნიშნად, რომ მარსი მას დაეხმარებოდა ევროპის კონტინენტზე საქმიანობაში, ხოლო აშშ-ის თავის თავზე იღებდა. მრეწველობის ისტორიკოსები ამას ზღაპრად მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჰარისონი ევროპაში „სმარტს“ (Smart) აწარმოებდა, ფორესტი კი – აშშ-ში „ემ-ენდ-ემ“-ს, რომელიც „ნამდვილი ამერიკული ტკბილეული“ გახდა.

„ემ-ენდ-ემ“-ის
ანქლ ბენსი

1943 წელს, ომის დროს, მარსმა ისეთი ბრინჯის წარმოება განიზრახა, რომლის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდებოდა. ბრინჯის ფაფა ჯარისკაცული სამზარეულოს საფუძველი იყო, მაგრამ მისი საათობით ხარშვის დრო ფრონტზე, ისევე როგორც ზურგში, არ იყო. ამიტომ მარსმა გავარვარებული ორთქლის საშუალებით ბრინჯის თერმულად დამუშავება და ქერცლის მოშორება დანერგა. თავდაპირველად იგი სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა, რამაც საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა. შემდეგ (პირველად 1946) წელს ეს პროდუქტი, სავაჭრო მარკით „ანქლ ბენსი“ (Unkle Ben’s) დახლებზეც გაჩნდა და 6 წლის განმავლობაში ლიდერობა არ დაუთმია.

შინაური ცხოველების საკვები

ომის შემდეგ პერიოდში ოჯახში შინაური ცხოველების ყოლა წესად იქცა. ერთხელ ფორესტმა, უკვე დაოჯახებულმა, გაზეთში წაიკითხა სტატია, რომლის მიხედვით ევროპაში ყოველ მეხუთეს ჰყავს შინაური ცხოველები, ამერიკაში – ყოველ მერვეს. რით კვებავენ მათ? ადამიანის საკვებით?! მარსმა ყველაფერი ზუსტად გათვალა: ხორცკომბინატები ნარჩენებს ძალიან იაფად გაყიდიან, დიასახლისები კი საყვარელი ცხოველების კეთილდღეობისთვის ფულს არ დაინანებენ. მარსმა დაარწმუნა თავისი კომპანიების მენეჯერები ასეთი საკვების დამზადების შესაძლებლობაში და დაიწყო კიდეც მისი წარმოება. 50-იან წლებში ცხოველების საკვების წარმოება ევროპაში (ძირითადად ნიდერლანდებში) იყო დანერგილი და გვარიან შემოსავალსაც იძლეოდა. 1967 წელს იგი გასცდა ძველი სამყაროს ფარგლებს – კომპანია „ფუდს ინტერამერიკამ“ (Foods InterAmerica) კარიბის კუნძულებისა და სამხრეთ აფრიკის ბაზრებზე, კატებისა და ძაღლების საკვებისა და საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვა დაიწყო.

ვისქასი

ფორესტ მარსმა დაარწმუნა ტკბილეულის მოყვარულები, რომ „მარსი“ და „სნიკერსი“ ენერგიისა და ძალ-ღონის აღმდგენი საკვებია. რამდენიმე წლის შემდეგ მან „ფედიგრი“-სა (Pedigree) და „ვისქას“-ის”(Whiskas) გამოგონებით, ამაშივე დაარწმუნა შინაური ცხოველების მოყვარულები.

ტკბილეულის გასაყიდი ავტომატები

1970 წელს მარსის იმპერიაში ბოლო აგური დაიდო. კორპორაციამ დაამუშავა და დანერგა შოკოლადის კანფეტების გასაყიდი ავტომატები, რითაც საფუძველი ჩაეყარა კომპანიის ბიზნესის ცალკე განშტოებას – „მარს ელექტრიკს“ (Mars Electrics). მაშინვე გაიხსნა ახალი მძლავრი საწარმოები ამერიკაში, ევროპაში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში. დაიწყო ავტომატების ყავით, ჩაით, სასმელებითა და ნაყინით დატენვა. ამგვარად, მულტინაციონალურმა კორპორაციამ სრულად განსაზღვრა თავისი მონახაზები.

ფორესტ მარსი და მისი კომპანია

იმპერიის მშენებლობა მარსმა 1973 წელს დაამთავრა და თავის ვაჟებს ჯონსა და ფორესტ-უმცროსს გადასცა. დღევანდელი თანამშრომლებიდან ცოტას თუ უმუშავია მამა-დამფუძნებელთან ერთად, მაგრამ მასზე ბევრს ყვებიან და იგონებენ. ამბობენ, რომ ის ხისტი, უხეში, პირდაპირი ადამიანი იყო, თანამშრომლებს აბეჩავებდა. შეეძლო ეღრიალა და კიბიდანაც კი დაეგორებინა ქვეშევრდომი. მის ვულკანურ ტემპერამენტსა და დაუოკებელ, ფეთქებად რისხვაზე (როცა საქმე არა მარტო დათხოვნით, ხშირად ლანძღვა-გინებითა და ცემა-ტყეპით მთავრდებოდა) ლეგენდები დადის. იგი თანამშრომლებში არ აფასებდა არც ინდივიდუალურობას, არც ინიციატივას. ყველაზე მეტად კი ორიგინალურობა სძულდა და ყოველთვის წარმატების მოსისხლე მტრად მიიჩნევდა.

ფორესტ მარსი პათოლოგიურად კარჩაკეტილი იყო. საჯარო ცხოვრება სძულდა. ინტერვიუს არ იძლეოდა. თავისი ფოტოგრაფირება აკრძალული ჰქონდა. პრეზენტაციებს დროის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევდა. როდესაც ცნობილმა ჟურნალისტმა „შოკოლადის იმპერატორების“ ავტორმა, ჯოელ გლენ ბრენერმა, კომპანიის ოფისში დარეკა და „მარს“-ის თავკაცის გვარი იკითხა, მდივანმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია დახურულია და ყურმილი დაუკიდა.

MARSI SHIKOLADI 1.jpg

30 წლის წინათ დიუკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაკითხულ ერთ-ერთ ლექციაზე მარსმა საიდუმლოების სრული დაცვის შესაძლებლობას კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე უწოდა და დაამატა: „ჩვენს დროში პირადი ცხოვრება გვესახება წარსულის რელიქტად, რომელშიც არ იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მაგრამ ეს ნორმალური ცხოვრების აბსოლუტურად ლეგალური, მორალური და ეთიკური უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სიჯანსაღის საფუძველია, როგორც საკუთარი, ისე კომპანიის ცხოვრებისა“. შეიძლება ეს პარანოიაა, მაგრამ მენეჯმენტის გენიალური წესიც, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, „მარს“-ის კომპანიის პიარ (PR)–აქციების ეფექტიანობას – მოქმედებს როგორც ტკბილეულობის, ისე შინაური ცხოველების მოყვარულებზე.

კომპანიის საშინაო რეგლამენტი (ყოველწლიური შემოსავალი 15 მილიარდი დოლარი, 30 ათასი თანამშრომლი) ძალიან ორიგინალურია. მაგალითად, სამუშაოზე დროულად გამოცხადებისა და ადგილზე სისტემატური ყოფნისთვის „მარს“-ში ყველა მომუშავე 10 პროცენტიან დანამატს ღებულობს. ამასთან, ხელფასების დონე კომპანიაში ისედაც ძალზე მაღალია: ხანდახან კვირაში დადგენილთან შედარებით 15-ჯერ მეტის გამომუშავება შეიძლება. მკაცრი დისციპლინა მარსის კრედოა: „თაიმ-ჩეკინგი“ (Time-Checking) უნდა დაიცვას ყველამ, მარსის შვილების ჩათვლით. მარსის ყველა ფილიალში (რამდენიმე ასეული მსოფლიოს 100 ქალაქში) მოქმედებს ანტიელიტარული წესი – არავის შეუძლია ჰქონდეს ბრწყინვალე კაბინეტი, სააბაზანო ოთახი და მდიდრული აპარტამენტები. კომპანიაში არ არის არც ერთი სამსახურებრივი ავტომობილი. თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიანთი ავიაბილეთის საფასური თავადვე გადაიხადონ (ამიტომ კომპანიის მენეჯერები მხოლოდ ეკონომიკური კლასით დაფრინავენ). კომპანია არ ანაზღაურებს საკუთარი ავტომობილების ავტოსადგომებზე ყოფნის, ქსეროასლების გადაღების, მობილური ტელეფონებისა და სხვა დანახარჯებს. ყველასთვის ცნობილია, რომ მარსის შვილებს ერთი საზიარო მდივანი ჰყავდათ, სხვა თანამშრომლებივით სამუშაოზე დილის 5 საათზე ცხადდებოდნენ და იშვიათად სარგებლობდნენ დასვენების დღეებით.

კომპანიის იდეოლოგია, რომელიც ფორესტ მარსმა რამდენიმე წლის წინათ ჩამოაყალიბა, ძირითადად, ხუთი პრინციპისგან შედგება. მათი ჩამოთვლა კომპანიის ნებისმიერ მოსამსახურეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია: ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეფექტიანობა, თავისუფლება, კორპორაციულობა. პასუხისმგებლობას განასახიერებს სკულპტურა, რომელიც კომპანიის შტაბბინის მეორე სართულზეა – დვირზე დადებული ცული მინაწერით: „ყოველი თანამშრომლის თავი პასუხისმგებლობის დვირზე დევს“. პლაკატები, რომელზეც ეს სკულპტურაა აღბეჭდილი, მარსის კომპანიის ყველა ფილიალის ოფისს ამშვენებს.

ფორესტ მარსი ამერიკის ყველაზე გასაიდუმლოებული მილიარდერი იყო. თავგამოდებული იცავდა როგორც საკუთარ, ისე კომპანიის პირადი ცხოვრების უფლებას. მან აკრძალა „მარს“-ის თანამშრომელთა გვარების გამხელა. „მარს“-ში ლეგენდებია შექმნილი უზომო პასუხისმგებლობის გრძნობით შეპყრობილ ღამის ცვლაში მომუშავე შემფუთველ ქალზე, რომელიც მშობიარობის მეორე დღეს იმისთვის გავიდა სამუშაოზე, რომ შეემოწმებინა, როგორ უმკლავდებოდა საქმეს მისი შემცვლელი, რომელსაც დეკრეტში გასვლამდე თვითონ ასწავლიდა. ასეთი შემთხვევები, ისევე როგორც თვით მარსის პათოლოგიური ხელმომჭირნეობის მაგალითი, იშვიათობას არ წარმოადგენს. აი, კიდევ ერთი ლეგენდა: ერთხელ მარსმა დერეფნის იატაკზე საკანცელარიო სამაგრი დაინახა, აიღო, მდივანს დაუძახა და უთხრა: „ახალგაზრდა ლედი, იცით, რომ ამ სამაგრის ფასი ერთი შეფუთვა „ემ-ენდ-ემ“-ის გაყიდვისგან მიღებული მოგების ტოლია“.

მიზნის მისაღწევად მარსი ყველაფერს კადრულობდა. ცნობილია, რომ 1980 წელს ლას-ვეგასში გახსნილი ლიქიორიანი კანფეტის (დედის პატივსაცემად კანფეტებს „ეტელი“ ერქვა) მწარმოებელ კომპანიაში კონტროლის პრობლემის საკითხი მან მარტივად გადაწყვიტა: გარკვეული დროით ერთ-ერთი ქარხნის სხვენზე მოთავსდა და აკვირდებოდა, ვინ წრუპავდა სპირტიან სასმელს, ვინ სანსლავდა კანფეტებს და ასე შემდეგ. კომპანიის თანამშრომლებმა მაშინ მას „კანფეტის ფაბრიკის მოჩვენება“ შეარქვეს. ფორესტ მარსი სიკვდილის შემდეგაც ასეთივედ დარჩა.

იდუმალმა მილიარდერმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ორი ინტერვიუ მისცა და უზარმაზარი კორპორაციის მენეჯერებიც მკაცრად გააფრთხილა, ენაზე კბილი დაეჭირათ. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, თანდათანობით ფარდა ეხდება მისი კორპორაციის საიდუმლოებებს. ფორესტ მარსმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ არავის სცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა იგი.

მაკლინი ვაშინგტონის მიმდებარე, პატარა ქალაქია. აღსანიშნავია, რომ აქ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (ჩვენში „ცე-ერ-უ“-ს სახელით იყო ცნობილი) და შოკოლადის იმპერიის შტაბბინებია განლაგებული.

მათ აბრები არ გააჩნიათ და საიდუმლოებათა დონე თითქმის ერთნაირი აქვთ. ფორესტ მარსის სიკვდილის შემდეგ, შტაბბინამ პრესისთვის მეტად ძუნწი განცხადება გააკეთა: „4 ივლისს, სიცოცხლის 95-ე წელს, ძილში გარდაიცვალა ბატონი მარსი. ამის მეტი არაფერი არ გამოცხადდება“. 10 წელზე მეტია მარსის ოჯახი მილიარდერთა სიაშია.



წყარო

ქარჩავა, ლოიდ, გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან : ბიზნესის გარშემო : [7 წიგნად / რედ.: ლეო ჩიქავა]. - [თბ.] : ლოი, 2006. - 20 სმ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები