მარტყოფის ბრძოლა 1625

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტყოფის ბრძოლა 1625ბრძოლა ქართველებსა და სეფიანთა ჯარებს შორის. შაჰ აბას I-ის მხედართმთავარი ყარჩიხა-ხანი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კახელების ამოწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება, 30 ათ-ანი ჯარით მარტყოფის ველზე იდგა. მასთან ბანაკში იმყოფებოდა გიორგი სააკაძე რამდენიმე ქართველი მეომრის თანხლებით. სააკაძეს კავშირი ჰქონდა აჯანყებულ ქართლელებთან, რომლებიც 25 მარტს, გამთენიისას, ირანელთა ბანაკს მიუახლოვდნენ. როდესაც მოწინააღმდეგის გუშაგებმა ქართული ლაშქარი შენიშნეს და განგაში ატეხეს, გიორგი სააკაძემ და მისმა მხლებლებმა თათბირზე სასწრაფოდ შეკრებილი ყარჩიხა-ხანი და კიდევ რამდენიმე ირანელი სარდალი დახოცეს, რამაც არევ-დარევა შეიტანა მტრის ჯარში. ფიცხელი ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა და ქართველების სრული გამარჯვებით დამთავრდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები