მარუაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 8 აპრილი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარუაშვილი იოსებ მალაქიას ძე - (1876, ქუთაისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. პროფესიით მიწის მზომელი.

1918 დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ მოიძებნა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები