მარჯანიძეების სახლი-დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მარჯანიძეების სახლი-დარბაზი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]],  სოფელ წინარეხის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად.   
 
აგებულია XVIII-XIX  საუკუნეებში. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს ფასადი. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ), ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია [[ბოსელი|ბოსელში]] (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.  
+
აგებულია XVIII-XIX  საუკუნეებში. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს [[ფასადი]]. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ), ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია [[ბოსელი|ბოსელში]] (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.  
  
[[დარბაზი]]ს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი დიდი თახჩაა, ხოლო მათ ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე – თითო დაბალი [[ნიში]]. დარბაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები და [[ჭერი]] ორი მასიური [[კოჭი (არქიტექტურა)|კოჭითა]] და მათი [[საყრდენი (არქიტექტურა)|საყრდენი]] ბოძებით დაახლოებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. გადახურვა კოჭებსა და გვერდით კედლებს ეყრდნობა. კოჭებს შორის სივრცე პარალელური წყობით ამოყვანილი ოთხკუთხა [[გვირგვინი (არქიტექტურა)|გვირგვინი]]თაა გადახურული. ორივე ბოძის ბაზისს დიდი ზომის რიყის ქვა წარმოადგენს. ბოძები სადაა, მათზე [[ირემი|ირმის]] რქებია მიმაგრებული. ბოძებს შორის, გვირგვინის ქვემოთ [[კერა]]ა. დარბაზში ბევრი ძველი საოჯახო ნივთია. სათონეში, დაახლოებით შუა ნაწილში, [[თორნე|თონეა]] მოწყობილი. ამ სათავსის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებშიც თახჩებია. სათონის ჭერი ორი კოჭით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კოჭს შუა ნაწილში ბოძი აქვს შეყენებული. ბოძები სათონის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებთანაცაა, მაგრამ ისინი გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. კოჭებს შორის სივრცე გადახურულია პარალელური წყობით ამოყვანილი სწორკუთხა გვირგვინით. ბოსელი გადაკეთებულია [[მარანი|მარნად]]. ამ სათავსის სამხრეთ ნაწილში ჩადგმულია [[ქვევრი|ქვევრები]]. კედლებში მცირე ზომის რამდენიმე თახჩაა. გადახურვა სამი გრძივი კოჭით ოთხ ნაწილად იყოფა. კოჭებს შორის იყო პარალელური წყობით ამოყვანილი ორი გვირგვინი (აღარ არის). სვეტები ამ სათავსშიც გადახურვის გასამაგრებლად მოგვიაანგებით უნდა იყოს გაკეთებული.
 
17:29, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

მარჯანიძეების სახლი-დარბაზი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად.

აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს ფასადი. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ), ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია ბოსელში (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.

დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი დიდი თახჩაა, ხოლო მათ ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე – თითო დაბალი ნიში. დარბაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები და ჭერი ორი მასიური კოჭითა და მათი საყრდენი ბოძებით დაახლოებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. გადახურვა კოჭებსა და გვერდით კედლებს ეყრდნობა. კოჭებს შორის სივრცე პარალელური წყობით ამოყვანილი ოთხკუთხა გვირგვინითაა გადახურული. ორივე ბოძის ბაზისს დიდი ზომის რიყის ქვა წარმოადგენს. ბოძები სადაა, მათზე ირმის რქებია მიმაგრებული. ბოძებს შორის, გვირგვინის ქვემოთ კერაა. დარბაზში ბევრი ძველი საოჯახო ნივთია. სათონეში, დაახლოებით შუა ნაწილში, თონეა მოწყობილი. ამ სათავსის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებშიც თახჩებია. სათონის ჭერი ორი კოჭით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კოჭს შუა ნაწილში ბოძი აქვს შეყენებული. ბოძები სათონის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებთანაცაა, მაგრამ ისინი გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. კოჭებს შორის სივრცე გადახურულია პარალელური წყობით ამოყვანილი სწორკუთხა გვირგვინით. ბოსელი გადაკეთებულია მარნად. ამ სათავსის სამხრეთ ნაწილში ჩადგმულია ქვევრები. კედლებში მცირე ზომის რამდენიმე თახჩაა. გადახურვა სამი გრძივი კოჭით ოთხ ნაწილად იყოფა. კოჭებს შორის იყო პარალელური წყობით ამოყვანილი ორი გვირგვინი (აღარ არის). სვეტები ამ სათავსშიც გადახურვის გასამაგრებლად მოგვიაანგებით უნდა იყოს გაკეთებული.

დარბაზში შესასვლელის აღმოსავლეთით შემორჩენილია ოთახის ნანგრევები სავარაუდოა, რომ ეს ადრე საძინებელი ოთახი იყო. დასავლეთ კედელს გარედან ბანზე ასასვლელი ქვის კიბე მიჰყვება. ბანი თიხისა და დატკეპნილი მიწისაა. მარჯანიძეების სახლი XVIII-XIX საუკუნეების ე.წ. ქართლის დარბაზის ნიმუშია.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები