მატრედური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მატრედური – ფრანგული სამეჯლისო ცეკვა სწრაფი ტემპით, ორწილად ზომაში ტემპითა და აგებულებით ემსგავსება ეკოსეზს. მატრედურის თავისებურებაა თითოეული წყვილის მიერ მე-4 ფიგურაციის სოლო შესრულება მორიგეობით.