მაჩვენებელი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მაჩვენებელი''' – ხარისხის მაჩვენებელი – მაჩვენებლიანი ფუნქციის არგუმენტი – მეორე ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ხარისხში აყვანის მოქმედებაში.
+
'''მაჩვენებელი''' – [[ხარისხი (მათემატიკა)|ხარისხის]] მაჩვენებელი – [[მაჩვენებლიანი ფუნქცია|მაჩვენებლიანი ფუნქციის]] [[არგუმენტი (მათემატიკა)|არგუმენტი]] – მეორე [[ელემენტი (მათემატიკა)|ელემენტი]], რომელიც მონაწილეობს ხარისხში აყვანის მოქმედებაში.
  
სიტყვა Exponent, რომელიც ხარისხის მაჩვენებლისათვის შემოიღო შტიფელმა (1553), ნიშნავს „მაჩვენებელს“, „მოსარჩლეს“ ხარისხის მაჩვენებელი (მხოლოდ მთელი დადებითი) თანამედროვე სახით შემოიღო დეკარტმა (1637). მან დაარღვია ბერძნული ტრადიცია, რომელიც მათემატიკაში უშვებდა მხოლოდ პირველ სამ ხარიხს („სიგრძე“, „ფართობი“, „მოცულობა“). დეკარტზე ადრე თანამედროვე აღნიშვნებთან ყველაზე ადრე იყვნენ იუმი და ერიგონი. ინგლისში დაბადებული იუმი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, ასე წერდა, მაგალითად, 5a<sup>lv</sup> (1635), ხოლო ერიგონი ასე - 5a4 (1634). დეკარტმა ეს აღნიშვნები ასე ჩაწერა -5a<sup>4</sup>. დეკარტის მიერ შემოღებული ხარისხის აღნიშვნა სწრაფად გავრცელდა. 1660-1670 წლებში მთელმა დადებითმა მაჩვენებლებმა დაიკავეს თავიანთი უდავო ადგილი ალგებრაში. თუმცა XVIII საუკუნეშიც მათემატიკოსების უმრავლესობა a<sup>2</sup>-ის ნაცვლად წერდა a·a-ს (ამის შედეგად თვით გაუსიც კი ამ ტრადიციას იცავდა).
 
13:26, 2 აპრილი 2024-ის ვერსია

მაჩვენებელიხარისხის მაჩვენებელი – მაჩვენებლიანი ფუნქციის არგუმენტი – მეორე ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ხარისხში აყვანის მოქმედებაში.

სიტყვა Exponent, რომელიც ხარისხის მაჩვენებლისათვის შემოიღო შტიფელმა (1553), ნიშნავს „მაჩვენებელს“, „მოსარჩლეს“ ხარისხის მაჩვენებელი (მხოლოდ მთელი დადებითი) თანამედროვე სახით შემოიღო დეკარტმა (1637). მან დაარღვია ბერძნული ტრადიცია, რომელიც მათემატიკაში უშვებდა მხოლოდ პირველ სამ ხარიხს („სიგრძე“, „ფართობი“, „მოცულობა“). დეკარტზე ადრე თანამედროვე აღნიშვნებთან ყველაზე ადრე იყვნენ იუმი და ერიგონი. ინგლისში დაბადებული იუმი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, ასე წერდა, მაგალითად, 5alv (1635), ხოლო ერიგონი ასე - 5a4 (1634). დეკარტმა ეს აღნიშვნები ასე ჩაწერა -5a4. დეკარტის მიერ შემოღებული ხარისხის აღნიშვნა სწრაფად გავრცელდა. 1660-1670 წლებში მთელმა დადებითმა მაჩვენებლებმა დაიკავეს თავიანთი უდავო ადგილი ალგებრაში. თუმცა XVIII საუკუნეშიც მათემატიკოსების უმრავლესობა a2-ის ნაცვლად წერდა a·a-ს (ამის შედეგად თვით გაუსიც კი ამ ტრადიციას იცავდა).

უარყოფითი და წილადმაჩვენებლიანი ხარისხების გამოთვლა გვხვდება მედიცინის ბაკალავრისა და მათემატიკოსის შუკეს (1484), სტევინის (1585), ნორმანდიის ეპისკოპოსის ორემის, ჟირარის (1629), ვალისის (1656) შრომებში. მაგალითად, სტევინმა წამოაყენა წინადადება al/n -ში გვეგულისხმა ფესვი Fesv001.png უარყოფითი და წილადი მაჩვენებლების სისტემატური გამოყენება დაიწყო ი. ნიუტონმა (1676). მათზე მრავალი გამოთვლა ჩაატარა კლერომ, რომელიც გადმოცემულია მის წიგნში „ალგებრის საწყისები“ (1746).

წარმოსახვითი ხარისხის მაჩვენებლები პირველად გამოჩნდა ეილერის მიერ იოჰან ბერნულისა და გოლდბახისადმი მიწერილ წერილში (1740), სადაც მოყვანილია ფორმულა: Machven003.png =2cosx. ეს შედეგები გამოქვეყნდა 1743-1747 წლებში. ხარისხის მაჩვენებელში ცვლადი სიდიდე პირველად გვხვდება 1679 წელს, ლაიბნიცის მიერ ჰიუგენსისადმი მიწერილ წერილში, სადაც იკვლევს xx - x=24, xz+ zx=b და მის ანალოგიურ განტოლებებს. გამოთქმა „ხარისხში აყვანა“ პირველად გამოიყენა ვოლფმა („Mathematische Lexicon“, 1716).

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები