მაჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:56, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩიტა

მაჩიტა - (Campanula rapunoculoides L.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოფენილია ჯაგრისებური ბეწვით. ღერო აღმავალია, მარტივი, მეჩხრად დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის. ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები გულისებურ-სამკუთხა ან კვერცხისებურია. სულ ზედა ფოთლები ლანცეტაა, კიდეებზე არათანაბრად ხერხკბილა. ყვავილედი გრძელია, ცალმხრივად მტევნისებური. ყვავილები მოკლეყუნწიანია და მუქი იისფერი ან ლურჯი. ყვ. ნაყ. V-VIII. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები