მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:29, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანი

მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე - (1877, სოფ. ახაშენი, სიღნაღის მაზრა - 21.IV.1938) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1898 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, იყო თბილისის კომიტეტის აქტიური წევრი. 1905 წელს მიემხრო რსდმ პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. მეფის რეჟიმმა 1908 წელს დააპატიმრა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თელავის კომიტეტის თავმჯდომარე.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, საქმიანობდა აგრარულ კომისიაში. ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას კახეთის მაზრებში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა მოძრაობაში. მუშაობდა ადვოკატად. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ყვარელში. დახვრიტეს ე.წ. „ტროიკის“ განაჩენის საფუძველზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016.
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები