მახარაძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძე – დაიბადა 1946 წლის 13 ნოემბერს ხულოს რაიონის სოფელ ფაჩხაში, გარდაიცვალა 2023 წლის 4 ოქტომბერს — ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - მდივანი (1995), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1993).

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1970).

სარჩევი

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004).
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი (2004-2008); უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი: პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2008-2012).
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.

სამეცნიერო საქმიანობა

მის ნაშრომებში გამოკვლეულია არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები და ძირითადი პრობლემები, არეოპაგიტიკის გავლენები და არეოპაგიტული მისტიციზმის ფილოსოფიური ხასიათი. მისი აზრით, მისტიციზმის საფუძველი არ არის პირველმიზეზის (ღმერთის) ის უარყოფითი დახასიათება, რომელიც უპირისპირდება დადებითს. კატაფატიკსა და აპოფატიკა პირველ რიგში ცოდნის მეთოდებია, მისტიციზმზე გადასვლა იწყება მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ცოდნის მეთოდები უძლურია პირველსაწყისის წვდომისთვის. არეოპაგიტიკაში მისტიციზმის საფუძველია აბსოლუტური ნეგაცია.

მ. მახარაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნეოპლატონიზმის მნიშვნელობას შუა საუკუნეების პიროვნებისა ზოგადად და, კერძოდ, ქართულ სააზროვნო ვითარებისათვის, რაც დასტურდება ბერძნული წყაროებით, კოლხეთის რიტორიკული სკოლითა და ამ პერიოდის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის - ბაკურის ფილოსოფიური შეხედულებებით. ნეოპლატონიზმის გავლენა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე ქართული ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებით დასრულდა. მ. მახარაძე ბოლო წლებში ნაყოფიერად მუშაობდა პუბლიცისტიკაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია.

თხზულებები

პრემიები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (01.01.2004)
  • საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში (01.01.2011)
  • შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია ფილოსოფიის დარგში (01.01.2009)

სახელმწიფო ჯილდო

  • ღირსების ორდენი (16.06.2004)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (01.01.2007)
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (03.12.2012)

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები