მახმუდოვი მიქაელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიქაელ მახმუდოვი – დაიბადა 1926 წლის 13 მაისს დმანისში.
განათლება – ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით. სამხედრო სამსახური (1944-50).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე;
- დმანისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1998-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.