მგალობლიშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:48, 29 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მგალობლიშვილი მიხეილ - (1887, ქ. ვენა - 1931) - ექიმი, გინეკოლოგი.
დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1914-1919 წლებში მუშაობდა იქვე მეან-გინეკოლოგად. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად. 1925 დაიცვა სადოქტორი დისერტაცია, იმყოფებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში სამეცნიერო მივლინებით. იყო პროფესორი (1930).
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი