მდგნალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[საქართველოს ფერმერთა ასოციაცია]]
 
* [[საქართველოს ფერმერთა ასოციაცია]]
  
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ტირიფისებრნი]]
 
[[კატეგორია:ტირიფისებრნი]]

12:16, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია

მდგნალი

მდგნალი – (Salix caprea L.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae). 6-10 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ერთწლიანი ტოტები მორუხოა. ფოთლები დიდია, ფართო, ელიფსური, ზედა მხრიდან შიშველია, მუქი მწვანე, ქვედა მხარე ქეჩისებური შებუსვის გამო ლეგა ფერისაა, კიდეები დაკბილულია. კვირტები დიდი ზომისაა, იშლება გაფოთვლამდე. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყისპირებში, ხევებში, რუებისა და არხების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგას. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მდგნალი

ერთწლიანი ყლორტები მომწვანო-რუხი ან მოყვითალო-მურაა, მოკლე ბუსუსებით, უფრო იშვიათად – შიშველი.

ყვავის აპრილში. ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში, მდგნალი ტირიფის სახეობაა. ხის იერსახე ცვალებადია და დამოკიდებულია ტყის ფარდის განათებასა და ნიადაგის სიმდიდრეზე.

ფართოფოთლოვანი ტყეებისა და ტყე-სტეპის ზონებში ღეროს დიამეტრი ძირთან 30 სმ-ს და მეტს აღწევს. ყველაზე ადრე სახლდება მინდვრებზე, განაკაფებზე და ქალაქის გაზონებზე. ჭრისას განახლდება ამონაყარით და თესლით. არცთუ იშვიათად მდგნალი გვხვდება მდინარეების ხეობებშიც, მაგრამ აქ არც ისე ტენიანი ნიადაგები უყვარს.

მდგნალი საუცხოო საადრეო თაფლის მასალაა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები