მეთერთმეტე ჟამის იგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:მათეს სახარება]]
 
[[კატეგორია:მათეს სახარება]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]

მიმდინარე ცვლილება 13:40, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

რემბრანდტი, მეთერთმეტე ჟამის იგავი

მეთერთმეტე ჟამის იგავი - იესოს ქრისტეს ერთ-ერთი იგავი მათეს სახარებიდან (20:1-16)

რადგან მსგავსია სასუფეველი ცათა კაცისა, სახლის პატრონისა, რომელიც გამოვიდა განთიადისას მუშაკების დასაქირავებლად თავის ვენახში. და შეუთანხმდა მუშაკებს დინარზე დღეში და გაგზავნა ისინი თავის ვენახში. და გავიდა მესამე ჟამზე და ნახა სხვები, უქმად მდგარნი მოედანზე, და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მოგცემთ თქვენ; ხოლო ისინი წავიდნენ. შემდეგ გავიდა მეექვსე და მეცხრე ჟამზე და ასევე მოიქცა. ხოლო მეთერთმეტე ჟამზე გავიდა და იპოვა სხვები, უქმად მდგარნი, და უთხრა მათ: რას დგახართ აქ მთელი დღე უქმად? უთხრეს მას: არავინ დაგვიქირავა ჩვენ. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მიიღებთ. როდესაც მოსაღამოვდა, უთხრა ვენახის პატრონმა თავის მოურავს: დაუძახე მუშაკებს და მიეცი მათ საზღაური; დაიწყე უკანასკნელიდან პირველამდე. და მივიდნენ მეთერთმეტე ჟამისანი და მიიღეს თითო დინარი; მივიდნენ პირველებიც და ეგონათ, რომ მეტს მიიღებდნენ, და მიიღეს მათაც თითო დინარი. და როცა მიიღეს, დრტვინავდნენ სახლის პატრონზე და ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა ერთი ჟამი იღვაწეს და გაგვითანაბრე ისინი ჩვენ, რომლებმაც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე. ხოლო მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მოყვასო, უსამართლოდ არ გექცევი შენ; განა დინარზე არ შემითანხმდი მე? აიღე შენი და წადი; ხოლო მე მინდა, ამ უკანასკნელსაც მივცე, როგორც შენ. ნუთუ არ შემიძლია, როგორც მინდა, ისე მოვექცე ჩემსას? თუ თვალი შენი ბოროტია იმის გამო, რომ მე კეთილი ვარ? ასე იქნებიან უკანასკნელები პირველები და პირველები – უკანასკნელები, რადგან ბევრია მოწვეული და ცოტა – რჩეული (მათე, 20:1-16).


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები