მელქისედეკ III კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელქისედეკი III

მელქისედეკი III კათოლიკოს-პატრიარქი - ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, (2.XI.1872, სოფ. ზემო ყანდაურა, სიღნაღი მაზრა - 10.I.1960, თბილისი) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მოგვიანებით ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლიდან სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია, 1915 წელს ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი. 1915 მღვდლად აკურთხეს.

1917 წლის ივნისში დაბრუნდა საქართველოში და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1918 წლის ნოემბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1920-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის აპრილში დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრი გახდა და ბერად აღიკვეცა, სახელად მელქისედეკი ეწოდა. 14 ოქტომბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს. 1927 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1935 უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, მიენიჭა მიტროპოლიტობა. 1943 წელს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად, 1944 წლის აპრილიდან ითვლებოდა ურბნელად და თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. 1952 წლის 5 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012;
  • ს. ვარდოსანიძე, პატრიარქი კალისტრატე; პატრიარქი მელქისედეკ III. თბ., 2013.

იხილე აგრეთვე

მელქისედეკ III (სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები