მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
1920 წლის 14 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია. მასში შედიოდნენ დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] სოციალ-დემოკრატიული და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები:
 
1920 წლის 14 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია. მასში შედიოდნენ დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] სოციალ-დემოკრატიული და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები:
 
* [[დიდი ბრიტანეთი]]დან: [[ჯეიმს რამსეი მაკდონალდი]], ტომას შოუ, ქ-ნი სნოუდენი;  
 
* [[დიდი ბრიტანეთი]]დან: [[ჯეიმს რამსეი მაკდონალდი]], ტომას შოუ, ქ-ნი სნოუდენი;  
* [[საფრანგეთი|საფრანგეთიდან]]: პიერ რენოდელი, [[ინგელსი ალბერტ|ინგელსი]], [[მარკე ადრიან|მარკე]];   
+
* [[საფრანგეთი|საფრანგეთიდან]]: [[პიერ რენოდელი]], [[ინგელსი ალბერტ|ინგელსი]], [[მარკე ადრიან|მარკე]];   
 
* [[ბელგია|ბელგიიდან]]: [[ემილ ვანდერველდე]], [[ჰიუსმანსი კამილ|ჰიუსმანსი]], მისი მეუღლე და [[დე ბრიუკერი ლუი|დე ბრიუკერი]].  
 
* [[ბელგია|ბელგიიდან]]: [[ემილ ვანდერველდე]], [[ჰიუსმანსი კამილ|ჰიუსმანსი]], მისი მეუღლე და [[დე ბრიუკერი ლუი|დე ბრიუკერი]].  
  
ხაზი 23: ხაზი 23:
 
პის სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“.
 
პის სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::დიმიტრი შველიძე
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::დიმიტრი შველიძე
 
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

16:43, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის (ევროპელი სოციალისტების) დელეგაცია საქართველოში - მეორე ინტერნაციონალის ჟენევის კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1920 წლის 31 ივლის - 4 აგვისტოს, შეიქმნა ოფიციალური დელეგაცია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო, ინტერნაციონალის ლიდერები გასცნობოდნენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, რათა მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისათვის დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა (ანტანტის) მთავრობებზე ზეგავლენის მოხდენის გზით.

სარჩევი

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო

1919 წლის 3-10 თებერვალს ბერნში (შვეიცარია) მიმდინარეობდა მეორე ინტერნაციონალის კონფერენცია. მას საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციამ მოუწოდა და შესაბამისი რეზოლუციაც წარუდგინა კონფერენციას, რომლითაც ითხოვდა, მეორე ინტერნაციონალს მხარი დაეჭირა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის საერ თაშორისო აღიარების (დე იურე) პროცესში. კონფერენციამ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომლითაც მეორე ინტერნაციონალი მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, კერძოდ, აცხადებდა, რომ: „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მო- წოდების საპასუხოდ, რომელიც მიმართული იყო ინტერნაციონალისადმი, ბერნის საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია აცხადებს, რომ ის თვლის საქართველოს ხალხის სამართლიან მოთხოვნილებად მის ნაციონალურ დამოუკიდებლობას, რომელიც ეთანხმება ხალხთა უფლების უმთავრეს დებულებას, თვითგამორკვევას, რომელიც დიდი ხანია, რაც გამოაქვეყნა ინტერნაციონალმა, და რომელიც მიღებულია პრეზიდენტ უილსონის პროგრამაში, როგორც საფუძველი ზავისა. ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უდავო პოლიტიკური შეგნება, როდესაც შექმნა, მიუხედავად ყველაზე მძიმე პირობებისა, დემოკრატიული და რესპუბლიკანური წესწყობილება და დამოუკიდებელი ცხოვრების უკვე რვა თვის განმავლობაში. ამიტომ საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია მოითხოვს საზავო კონფერენციისაგან (იგულისხმებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია - დ. შ.), რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად იქნეს ცნობილი...“

1920-ის 31 ივლის - 4 აგვისტოს ჟენევაში მიმდინარეობდა ინტერნაციონალის მორიგი კონფერენცია. მან მიიღო გადაწყვეტილება, შეედგინა ოფიციალური დელეგაცია, რომელიც ჩამოვიდოდა საქართველოში. მეორე ინტერნაციონალი საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც ენერგიულად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და გმობდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას.

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

1920 წლის 14 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია. მასში შედიოდნენ დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები:

ავადმყოფობის გამო დელეგაციაში არ იმყოფებოდა მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელი კარლ კაუცკი, რომელიც საქართველოში მოგვიანებით ჩამოვიდა თავის მეუღლე ლუიზასთან ერთად. დელეგაცია ბათუმში ჩამოსვლისა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ გამოემგზავრა თბილისში. საქართველოს მთავრობამ 15 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა. დედაქალაქში შედგა დამფუძნებელი კრების რიგით 51-ე საგანგებო კრება, რომელსაც სტუმრები ესწრებოდნენ. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) ალ. ლომთათიძე, ყველა პარტიული ფრაქციის წარმომადგენლები: გრ. გიორგაძე, შ. მესხიშვილი, გ. გვაზავა, გ. ვეშაპელი, ლ. შენგელაია, ტერ-სტეპანიანი.

დამფუძნებელ კრებაში შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ იმოგზაურა ქვეყნის არაერთ კუთხეში, სადაც ხვდებოდა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას, სტუმრებმა ათი დღე დაყვეს საქართველოში და ყველგან ხვდებოდნენ აღფრთოვანებულ და სტუმართმოყვარე განწყობას, საზეიმო სხდომებს, მიტინგებს თუ ტრადიციულ ქართულ გამასპინძლებას სუფრასთან. თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მრავალი სტატია, წერილი თუ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს ევროპულ პრესაში, მოაწყვეს შეხვედრები, მიტინგები, კითხულობდნენ მოხსენებებს, რომლებშიც არ ფარავდნენ ემოციებს ქართველი ხალხის ბუნების, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და ქართული დემოკრატიის დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელსაც აგრესიის საფრთხე ემუქრებოდა დიდი მეზობლებისაგან. მაგ., ინგლისურ გაზეთ „ტაიმსში“ დაიბეჭდა ქ-ნ სნოუდენის ინტერვიუ; ლონდონის ყოველკვირეულ „დე მატენში“ - მაკდონალდის სტატია „სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“; ბელგიურ გაზეთ „ლე სეირში“ - ვანდერველდეს ინტერვიუ; ა. ინგელსმა ფრანგულ „ლე კრი დუ ნორში“ გამოაქვეყნა მთელი სერიალი საქართველოში მოგზაურობისა და განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ; პიერ რენოდელმა - მისივე რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ლა ვი სოციალისტში“ და ა. შ.

1920 წლის 16 ოქტომბერს გაზ. „ნეიშენში“ რამსეი მაკდონალდი წერდა: „(საქართველოში) მუშას, გლეხს, გუშინდელ მემამულესაც კი, ერის ყველა ნაწილს შეგნებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით, თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე“. სავარაუდოა, რომ მეორე ინტერნაციონალის მხარდაჭერამ და დასავლეთის ქვეყნების სოციალისტური პარტიებისა და მათი ლიდერების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა და ანტანტის ხელმძღვანელობაზე, რომლის შედეგიც იყო საქართველოს დე იურე დამოუკიდებლბის აღიარება. თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ევროპელების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში იმითაც ჩანს, რომ ვიზიტის დღეებში გადაიღეს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი - „ევრო- პის სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ), თბ., 1997;
  • ა. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ), თბ., 2001.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები