მეფუტკრეობა საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Futkari.jpg

მეფუტკრეობა საქართველოში - სოფლის მეურნეობის ამ ერთ-ერთი უძველესი დარგის ისტორია საქართველოში მჭიდროდაა დაკავშირებული ერის ისტორიასთან.

ისტორიული წყაროებიდან დადგენილია, რომ ქართველებში შინაურ მეფუტკრეობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში იცნობდნენ და დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ თაფლს. ეს ფაქტი აშკარად იკვეთება დიდი ბერძენი ისტორიკოსის, სწავლულისა და მხედართმთავრის - ქსენოფონტეს ისტორიულ თხზულებაში „ანაბასისი“.

ქართველი ხალხი ფუტკარს ღვთებრივ მწერად თვლიდა, მისი კულტიც კი შეუქმნიათ და წელიწადში ერთ დღეს ფუტკარს უძღვნიდა. ამ დღეს მამაკაცები მხოლოდ სკებს აკეთებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, წესად ჰქონდათ შემოღებული ფუტკრის შელოცვა, დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა, ფუტკარს, როგორც ღთიურ მწერს, ეკლესიას სწირავდნენ. ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალები, ფუტკართან დაკავშირებული მრავალი წეს-ჩეულება, ზღაპარი თუ ანდაზა, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე, მოწმობს ქართველების დიდ სიყვარულს ფუტკრისადმი, როგორც ღვთებრივი მწერისადმი.

მსოფლიოში გავრცელებული ცნობილი ფუტკრის ჯიშებიდან ქართულ მთის რუხ ფუტკარს დიდი უპირატესობა გააჩნია და სხვებთან შედარებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით.

მეფუტკრეობის პროდუქტები

ჩეენამდე მოღწეული მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა მოწმობს, რომ ქართველ ხალხში მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას როგორც საოჯახო ისე სასაქონლო მნიშვნელობა ჰქონდა და ამ პროდუქტებით ქვეყანა იკმაყოფილებდა არა მერტო შიდა მოთხოვნილებას, არამედ სხვა პროდუქტებთან ერთად, სავაჭროდ გაქჰონდათ ქვეყის გარეთ.

ცნობილია, რომ ფუტკარი იძლევა ისეთი სახის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალურ პროდუქტებს, როგორიცაა:

აქედან, პირველი სამი მათგანი მიიღება ბუნებაში არსებული მცენარეული ნივთიერებების ფუტკრის ორგანიზმში გადამუშავებით, დანარჩენი სამი კი ფუტკრის ორგანიზმში გამომუშავებული სეკრეტორული პროდუქტებია.

ფუტკრის აღნიშნული პროდუქტები უნიკალურია თავისი კვებითი, სამედიცინო და ტექნიკური დანიშნულებით გამოყენების თვალსაზრისით.

ამ პროდუქტთა შორის, მსოფლიო მასშტაბით მეფუტკრეობის დარგის წარმოშობა თაფლთან არის ასოცირებული.

წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები