მეძმარიაშვილი ელგუჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელგუჯა მეძმარიაშვილი

მეძმარიაშვილი ელგუჯა ვიქტორის ძე (დ. 1946) გენერალ-მაიორი (1999), პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი, რომელიც ორბიტაზე გავიდა (1999) სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1994). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013).

1969 – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მშენებელი.
1981–88 – სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის მოსკოვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრალური გაერთიანება „კომეტა“-ს თბილისის ქვედანაყოფის მთავარი კონსტრუქტორი და ხელმძღვანელი.
1989–2006 – საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი.
2000 – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი.
1999–2002 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში.
1999–2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი.
2006 წლიდან მის მიერ დაარსებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი.

მეძმარიაშვილის მიერ განხორციელდა და დაინერგა 1981 წლიდან:

  • ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის, კოორდინატების განსაზღვრის და თვალთავლის კოსმოსური სისტემის ორბიტალური, ავტონომიური, თანამგზავრული, საინჟინრო კომპლექსი, აგრეთვე ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „პერ-შინგ-2“-ის სტარტის ადრეული აღმოჩენის მობილური საინჟინრო კომპლექსი, ორივე გადაცემულია შეიარაღებაში.
  • ორბიტალურ სადგურ „მირ“-ის საინჟინრო უზრუნველყოფის ნაგებობის „სოფორა“-ს საბაზო კონსტრუქცია, აგრეთვე სარადარო, დიდი ზომის კოსმოსური გაწყვილებული წრიული ანტენა დიამეტრით 20მ – „კრაბ“-ი, რომლის გაშლაც განხორციელდა კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს–40“-ზე, აკადემიკოს ბორის პატონის თანამონაწილეობით ღია კოსმოსურ სივრცეში.
  • მობილური, ინვენტარული, სამხედრო მრავალმალიანი ხიდები – КМ-01Т, КМ-02Т, მათზე გაცემულია სახელმწიფო სერტიფიკატი.
  • საქართველოს სამგანზომილებიანი სამხედრო-საინჟინრო ციფრული რუკა მასშტაბით 1 : 200 000.
  • საქართველოს ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების კატალოგი, რომლებიც დანერგილია დანიშნულების მიხედვით.
  • ასევე მნიშვნელოვანია ინტენსიური სამუშაოები საიერიშო ხიდის შექმნის მხრივ.


მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ერთობლივი სამუშაოები „Daimler-Benz Aerospace“ (გერმანია), „Alenia Aerospazio“ (იტალია), მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია), ევროპული კოსმოსური სააგენტო „ESA“ და სხვა ქვეყნებთან.

გამოქვეყნებული აქვს საქართველოში და საზღვარგარეთ 300 სამეცნიერო შრომა, მათგან 19 მონოგრაფია და 75 გამოგონება.

მიენიჭა სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიები. დაჯილდოებულია საქართველოს, რუსეთის, საბჭოთა კავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებითა და მედლებით, მათ შორის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები