მთის შროშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:26, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის შროშანი

მთის შროშანი – (Lilium szovitsium); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი გოგირდისფერია, ფორმით წაკვეთილ-უკუკონუსური, ლანცეტა ფორმის, ძირისკენ შევიწროებული, პრიალა, შიგნიდან მრავალი მუქი მეწამული ფერის წინწკლებით მოფენილი. ფოთლები ფართო-ლანცეტაა, ქვემოდან ძარღვების გასწვრივ შებუსული მოკლე ბეწვით, ოდნავ ხაოიანი. ღერო ხშირფოთლიანია, 70-150 სმ სიმაღლის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში – მდელოებზე, ტყისპირა ადგილებში, ქვიან და ღორღიან ეკოტოპებზე. მაღალი ბალახეულობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები