მილევადი რხევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მილევადი რხევა''' − ნივთიერი წერტილის წრფივი მოძრაობა დრეკ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:50, 23 აპრილი 2024 მდგომარეობით

მილევადი რხევა − ნივთიერი წერტილის წრფივი მოძრაობა დრეკადი აღმდგენი ძალის მოქმედებით წინაღობის მქონე გარემოში, როდესაც გარემოს წინაღობის ძალა წერტილის სიჩქარის პირველი ხარისხის პროპორციულია და მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

ნივთიერი წერტილის მილევადი რხევის დიფერენციალურ განტოლებას აქვს შემდეგი სახე:

Milevad001.png

ხოლო რხევის განტოლება სასრული სახით ასეთია: x = ae-bt sin(k1t + α). აქ a არის საწყისი ამპლიტუდა, ae-bt – ამპლიტუდის მყისი მნიშვნელობა, b – გარემოს წინაღობის კოეფიციენტი (ზოგჯერ მას უწოდებენ რხევის მილევის კოეფიციენტს). k1 – წრიული, ანუ ციკლური სიხშირე, k1 = Milevad007.png, (k>b); k1t+α – მილევადი რხევის ფაზა, α – საწყისი ფაზა.

ამ რხევას მილევადი იმიტომ ეწოდება, რომ მისი ამპლიტუდა A=ae-bt დროის ზრდასთან ერთად მცირდება.

მილევადი რხევა არ არის ზუსტად პერიოდული, მაგრამ T=2π/k1 სიდიდეს მაინც რხევის პერიოდს უწოდებენ.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები