მილი ჯეიმს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ცნობიერება ასოციაციური ბუნებისაა. ადამიანში განუწყვეტლივ წარმოიქმნება შეგრძნებები, ისინი „აღვიძებენ”  მათ შესატყვის იდეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა იდეებს და ა.შ. ასოციაციური კავშირის შექმნაც და ცნობიერებაში მისი ასახვაც ავტომატურად, სუბიექტის ჩაურევლად ხდება. გონება, არსებითად, მანქანაა, ის მექანიზმივით მოქმედებს. ამიტომ ჯ. მილის ფსიქოლოგიურ სისტემას „სულის მექანიკა”  ეწოდება (რობოტომორფიზმი).
 
ცნობიერება ასოციაციური ბუნებისაა. ადამიანში განუწყვეტლივ წარმოიქმნება შეგრძნებები, ისინი „აღვიძებენ”  მათ შესატყვის იდეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა იდეებს და ა.შ. ასოციაციური კავშირის შექმნაც და ცნობიერებაში მისი ასახვაც ავტომატურად, სუბიექტის ჩაურევლად ხდება. გონება, არსებითად, მანქანაა, ის მექანიზმივით მოქმედებს. ამიტომ ჯ. მილის ფსიქოლოგიურ სისტემას „სულის მექანიკა”  ეწოდება (რობოტომორფიზმი).
  
ჯ. მილის მიხედვით, ასოციაციური კავშირები ორგვარია: სიმულტანური (ერთდროული) და სუქცესიური (თანმიმდევრული). პირველი უფრო აღქმისთვის არის დამახასიათებელი, მეორე - მეტყველებისა და მსჯელობის, ანუ აზროვნებისთვის. ფსიქიკურ მოვლენათა სიმულტანური დაკავშირების თავისთავად არახალმა პრინციპიმა ჯ. მილთან მან ახალი ჟღერადობა შეიძინა. მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება ასოციაციურად ერთ მთლიანში სხვადასხვა ფსიქიკური შინაარსები (იდეები). ყოველგვარი ობიექტისა თუ მოვლენის იდეა უფრო მარტივი იდეების გაერთიანებით (შერწყმით) წარმოიქმნება. მაგ., სახლის იდეა კედლების, [[ფანჯარა|ფანჯრების]], სახურავის და ა.შ. მჭიდრო შეკავშირების შედეგია, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ უფრო მარტივ იდეებს (მაგ., კედლის იდეა - [[აგური|აგურის]], ქვითკირის, მდებარეობისა და რაოდენობის იდეების კრებადობაა). მაგრამ „რამდენი რთული თუ მეორადი იდეაა გაერთიანებული ავეჯის იდეაში? რამდენად მეტია იმ იდეაში, რომელსაც „ყველაფერს”  ვუწოდებთ? . ჯ. მილი ვერ ნახულობს პასუხს ამ პრინციპულ შეკითხვაზე, რამდენადაც მხოლოდ ლოგიკის საშუალებით ვერ დაასაბუთებ იმას, რომ ვთქვათ „სამყაროს”  ან „ყველაფრის”  იდეა არ შეიცავს ყველა არსებული საგნისა თუ მოვლენის ასოციაციურ კავშირს. მაგრამ რა ემპირიული საფუძველი არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ცნობიერებას ზოგადად ან, მით უფრო, მის ერთ-ერთ მოვლენას - იდეას, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შინაარსი დაიტიოს? მისი შვილის, ჯ. ს. მილის შემოქმედებაში ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზეა გააზრებული.  
+
ჯ. მილის მიხედვით, ასოციაციური კავშირები ორგვარია: სიმულტანური (ერთდროული) და სუქცესიური (თანმიმდევრული). პირველი უფრო აღქმისთვის არის დამახასიათებელი, მეორე - მეტყველებისა და მსჯელობის, ანუ აზროვნებისთვის. ფსიქიკურ მოვლენათა სიმულტანური დაკავშირების თავისთავად არახალმა პრინციპიმა ჯ. მილთან მან ახალი ჟღერადობა შეიძინა. მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება ასოციაციურად ერთ მთლიანში სხვადასხვა ფსიქიკური შინაარსები (იდეები). ყოველგვარი ობიექტისა თუ მოვლენის იდეა უფრო მარტივი იდეების გაერთიანებით (შერწყმით) წარმოიქმნება. მაგ., სახლის იდეა კედლების, [[ფანჯარა|ფანჯრების]], სახურავის და ა.შ. მჭიდრო შეკავშირების შედეგია, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ უფრო მარტივ იდეებს (მაგ., კედლის იდეა - [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგურის]], ქვითკირის, მდებარეობისა და რაოდენობის იდეების კრებადობაა). მაგრამ „რამდენი რთული თუ მეორადი იდეაა გაერთიანებული ავეჯის იდეაში? რამდენად მეტია იმ იდეაში, რომელსაც „ყველაფერს”  ვუწოდებთ? . ჯ. მილი ვერ ნახულობს პასუხს ამ პრინციპულ შეკითხვაზე, რამდენადაც მხოლოდ ლოგიკის საშუალებით ვერ დაასაბუთებ იმას, რომ ვთქვათ „სამყაროს”  ან „ყველაფრის”  იდეა არ შეიცავს ყველა არსებული საგნისა თუ მოვლენის ასოციაციურ კავშირს. მაგრამ რა ემპირიული საფუძველი არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ცნობიერებას ზოგადად ან, მით უფრო, მის ერთ-ერთ მოვლენას - იდეას, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შინაარსი დაიტიოს? მისი შვილის, ჯ. ს. მილის შემოქმედებაში ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზეა გააზრებული.  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

14:55, 27 იანვარი 2020-ის ვერსია

ჯეიმს მილი

მილი ჯეიმს - Mill James, Милль Джеймс, 1773-1836

ინგლისელი ისტორიკოსი და ეკონომისტი. მუშაობდა „მენტალური ფილოსოფიის”, ანუ ფსიქოლოგიის საკითხებზეც. მისი წიგნი „ადამიანის სულიერ მოვლენათა ანალიზი” (1829) კლასიკური ასოციაციური ფსიქოლოგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომია. მასში გადმოცემული სისტემა მიჩნეულია ასოციაციონიზმის, როგორც სულიერ მოვლენათა მექანიკური შეერთების პრინციპის, ყველაზე პირდაპირ და თანმიმდევრულ განვითარებად. თავისი დროის ინტელექტუალური სულისკვეთების შესაბამისად, ჯ. მილი ელემენტარისტულად და მექანიცისტურად აზროვნებდა. როგორც ემპირისტი და სენსუალისტი, შეგრძნებათა პირველადობას ქადაგებდა, ხოლო როგორც ასოციაციონისტი, ცდილობდა მოენახა რაც შეიძლება მეტი ელემენტი, რომელთა დაკავშირება გასაგებს გახდიდა აღქმებისა და რთული იდეების მრავალფეროვნებას. ამიტომ შეგრძნებათა არისტოტელესეულ სიას მან კუნთური და ორგანული შეგრძნებები დაუმატა (შიდა შეგრძნება).

ცნობიერება ასოციაციური ბუნებისაა. ადამიანში განუწყვეტლივ წარმოიქმნება შეგრძნებები, ისინი „აღვიძებენ” მათ შესატყვის იდეებს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა იდეებს და ა.შ. ასოციაციური კავშირის შექმნაც და ცნობიერებაში მისი ასახვაც ავტომატურად, სუბიექტის ჩაურევლად ხდება. გონება, არსებითად, მანქანაა, ის მექანიზმივით მოქმედებს. ამიტომ ჯ. მილის ფსიქოლოგიურ სისტემას „სულის მექანიკა” ეწოდება (რობოტომორფიზმი).

ჯ. მილის მიხედვით, ასოციაციური კავშირები ორგვარია: სიმულტანური (ერთდროული) და სუქცესიური (თანმიმდევრული). პირველი უფრო აღქმისთვის არის დამახასიათებელი, მეორე - მეტყველებისა და მსჯელობის, ანუ აზროვნებისთვის. ფსიქიკურ მოვლენათა სიმულტანური დაკავშირების თავისთავად არახალმა პრინციპიმა ჯ. მილთან მან ახალი ჟღერადობა შეიძინა. მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდება ასოციაციურად ერთ მთლიანში სხვადასხვა ფსიქიკური შინაარსები (იდეები). ყოველგვარი ობიექტისა თუ მოვლენის იდეა უფრო მარტივი იდეების გაერთიანებით (შერწყმით) წარმოიქმნება. მაგ., სახლის იდეა კედლების, ფანჯრების, სახურავის და ა.შ. მჭიდრო შეკავშირების შედეგია, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ უფრო მარტივ იდეებს (მაგ., კედლის იდეა - აგურის, ქვითკირის, მდებარეობისა და რაოდენობის იდეების კრებადობაა). მაგრამ „რამდენი რთული თუ მეორადი იდეაა გაერთიანებული ავეჯის იდეაში? რამდენად მეტია იმ იდეაში, რომელსაც „ყველაფერს” ვუწოდებთ? . ჯ. მილი ვერ ნახულობს პასუხს ამ პრინციპულ შეკითხვაზე, რამდენადაც მხოლოდ ლოგიკის საშუალებით ვერ დაასაბუთებ იმას, რომ ვთქვათ „სამყაროს” ან „ყველაფრის” იდეა არ შეიცავს ყველა არსებული საგნისა თუ მოვლენის ასოციაციურ კავშირს. მაგრამ რა ემპირიული საფუძველი არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ცნობიერებას ზოგადად ან, მით უფრო, მის ერთ-ერთ მოვლენას - იდეას, შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შინაარსი დაიტიოს? მისი შვილის, ჯ. ს. მილის შემოქმედებაში ეს საკითხი უფრო მაღალ დონეზეა გააზრებული.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები