მიმინოშვილი რომან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რომან მიმინოშვილი – (დ. 3 მაისი, 1928, აბაშის რაიონის სოფელი სუჯუნა — გ. 3 მარტი, 1998). — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952), ასპირანტურა (1955).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-ლიტერატურულ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, კომისიის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.