მინიმალიზმი ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მინიმალიზმი)
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:კარლ ანდრე]]
 
[[კატეგორია:კარლ ანდრე]]
 
[[კატეგორია:რობერტ მორისი]]
 
[[კატეგორია:რობერტ მორისი]]
 +
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში‏‎]]

12:41, 30 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

დონალდ ჯადი. უსათაურო. 1986 წ. ნიუ იორკი

მინიმალიზმი

მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის შემდეგ წარმოიშვა. რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის “ძირითადი ელემენტები” მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია. ცნობილია მინიმალიზმის უფრო ფართო განსაზღვრებაც, რომლის თამახმად, "მინიმალიზმი არის მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ომის შემდგომ ამერიკაში ხელოვნებასთან კავშირში, ძალზედ მწირი რესურსების გამოყენებით წარმოიშვა". არსებობს სხვა კრიტიკოსის მოსაზრებაც, რომელიც გამოთქვამს აზრს, რომ მინიმალიზმი “მოდერნისტული სტილის დასასრულია, უფრო სწორად კი მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის არსებული გარდამავალი ეტაპი.თავდაპირველად კრიტიკოსები ამ მინიმალიზმის ცნების ორ განმარტებას ემხრობოდნენ. პირველი განმარტების თანახმად, “მინიმალისტური” ახალი ქანდაკების ძალზედ ”მარტივი” სტრუქტურის დამაკნინებელ ალუზიას ნიშნავდა. ნეგატიურად განწყობილი დამთვალიერებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ უკიდურესად შემცირებული გეომეტრიული ფორმები დაცლილი იყო ყოველგვარი სიღრმისა და სირთულისაგან, ღარიბი იყო ვიზუალური მხარეც.

მეორე განმარტება უკვე მინიმალისტების მუშაობის სტილს უკავშირდება. მინიმალისტები სახელოსნოში სახედლდახელოდ ქმნიდნენ სხვადასხვა ნამუშევარს, სამრეწველო ნედლეულიდან აგებდნენ დროებით კონსტრუქციებს და ამ ახალ ხელოვნებაში ავტორის, შემოქმედის თვითმყოფადობა არსად ჩანდა. ავტორისეული ხელწერისა და ინდივუალურობის არქონა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ესთეტიკას შეჩვეული მაყურებლისათვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა. ხელოვნების ნიმუში უწინარეს ყოვლისა მისი ავტორის სუბიექტური მე-ს გამოხატულება უნდა ყოფილიყო. ყუთის აგება და აგურების დაწყობა ნებისმიერს შეეძლო, ნამდვილი ხელოვანი კი იყო ის, ვინც უბრალო, უმნიშველო ნაჩხაპნიდან ქმნიდა ხელოვნების ნიმუშს. ამგვარი მოსაზრებები ეჭვქვეშ აყენებდა მინიმალიზმის, როგორც ხელოვნების მიმდინარეობის სტატუსს. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მინიმალიზმი ხელოვნებასთან გაეიგივებინათ. თუმცა, კრიტიკულ წრეებში ეს დამოკიდებულება მალე შეიცვალა. უკვე გვიან სამოციან წლებში მინიმალიზმი გახდა იმ დროისთვის პრიორიტეტული ავანგარდული მანერის მატარებელი ნეიტრალური სტილი (ბოლოს და ბოლოს, იმპრესიონიზმი და ფოვიზმი უკვე წარსულს ჩაბარდა) რომელმაც თავი დაიმკვიდრა ხელოვნების ისტორიასა და მუზეუმში. მისი ცნობილი წარმომადგენლები არიან:დონალდ ჯადი, ფრანკ სტელა, დენ ფლავინი, კარლ ანდრე, რობერტ მორისი

წყარო

მეიერი, ჯეიმს.მინიმალიზმი : სამოციანი წლების ხელოვნება და პოლემიკა : ფრაგმენტები წიგნიდან / ჯეიმს მეიერი ; მთარგმნ. მაკა ალანია ; რედ. მადონა უჯმაჯურიძე. საგამომცემლო ცნობები [თბ.] : თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად., [2014] (სტ. შპს "გაზეთი "საქართველოს მაცნე")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები