მირდატ ბაქარის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირდატ ბაქარის ძე

მირდატ ბაქარის ძე - ოცდამეექვსე მეფე ფარნავაზის შემდეგ. თავის წინაპართა მსგავსად, დიდად მორწმუნე იყო: მან განაახლა და შეამკო წუნდის ეკლესია, ააშენა ეკლესია თუხარისის ციხეში, რადგან კლარჯეთში ეკლესია არ იყო. მანვე ააშემა ხონის მშვენიერი ეკლესია.

მირდატის მეფობის დროს დაიწყეს ქართველებმა სვეტიცხოვლისაგან ნაწილის გამოღება და მისგან ჯვრების გაკეთება.

იმდროინდელმა ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა იაკობმა არ დაუშალა ხალხს ამის გაკეთება და თქვა: „უფლისაგან ნებადართულია და ჯერ არს ამ ღმრთივ-აღმართული სვეტისაგან ჯვართა შექმნა.“ და ეფინებოდა საქართველოს ჯვრადქმნილი სვეტიცხოვლის ნაწილები. უამრავ სასწაულს ახდენდნენ ეს ჯვრები. ასეთი ჯვრების გარშემო აგებდნენ ეკლესიებს და მათაც სვეტიცხოვლის ტაძრებს ეძახდნენ დრო-ჟამმა მათი უმრავლესობა შეიწირა. ზოგი კი გადარჩა.

მირდატ მეფეც არ უშლიდა ჯვრების გამოღებას სვეტიცხოვლიდან, მაგრამ როცა საგრძნობლად დაპატარავდა სვეტი-ცხოველი, მეფემ იმავე სვეტისაგან შექმნა ჯვარი, ხოლო სვეტიცხოველს ირგვლივ ქვითკირი ამოუშენა, სვეტის თავდაპირველ სიმაღლემდე. ამ ქვიტკირის სვეტის თავზე აღმართა ძელი-ცხოველისაგან შექმნილი ჯვარი, რომელიც დღესაცაა.

მირდატ მეფის შემდეგ გამეფდა მისი ძე ვარაზ-ბაქარი.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები