მიულერი იოჰანეს პეტერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოჰანეს პეტერ მიულერი“ გადაიტანა გვერდზე „[[მიულერი იოჰანეს პეტ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიულერი იოჰანეს პეტერ“ გადაიტანა გვერდზე „მიულერი იოჰანეს“)

15:47, 25 სექტემბერი 2019-ის ვერსია

მიულერი იოჰანეს პეტერ

მიულერი იოჰანეს პეტერ - Müller Johannes Peter, Мюллер Иоганн Петер, 1801-1858

გერმანელი ბუნებისმეტყველი, თანამედროვე ექსპერიმეტული ფიზიოლოგიის, შედარებითი ანატომიისა და ემბრიოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიჯნაზე არსებული საკითხების შესწავლით დიდი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის განვითარებაშიც. იყო ბონის და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნერვული სისტემის, კერძოდ ზურგის ტვინის რეფელქსური მომედების და შეგრძნების ორგანოთა შესწავლას. მიულერმა ჩამოაყალიბა შეგრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონი. სივრცის აღქმის საკითხში მიულერი ი. კანტს ეყრდნობოდა, რომელსაც მიაჩნდა, რომ სივრცული სქემა აპრიორულია, ანუ იმთავითვე ახასიათებს ცნობიერებას. მიულერმა ეს შეხედულება ფიზიოლოგიის თვალსაზრისით განიხილა - რომ სივრცულობა თვით შეგრძნების ორგანოს თანდაყოლილი თვისებაა და არა ცნობიერების აპრიორული ფორმა, როგორც ეს კანტს მიაჩნდა. ჩვენი მხედველობა იმთავითვე სივრცულია, ვინაიდან თვალის ბადურაზე არსებობს სიდიდის, დაშორებულობისა და სხვა სივრცული თვისებების შემგრძნობი სპეციფიკური წერტილები. მიულერი ნატივიზმის მესვეურია, რომლის მიხედვითაც სივრცის აღქმა თანდაყოლილია.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები