მიწისქვეშა აირსადენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:MiwisqveSa airsadeni.jpg|thumb|'''მიწისქვეშა აირსადენი''']]
 
'''მიწისქვეშა აირსადენი'''  – [[აირსადენი]], განლაგებული მიწის ზედაპირის ქვევით. აირსადენის მიწაში ჩადების სიღრმე დამოკიდებულია ტრანსპორტირებადი აირის შედგენილობაზე, ნიადაგის კლიმატურ პირობებსა და დინამიკური დატვირთვის სიდიდეზე. მიწისქვეშა აირსადენი  მუდმივად იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება პროფილაქტიკურ მომსახურებასა და რემონტს.
 
'''მიწისქვეშა აირსადენი'''  – [[აირსადენი]], განლაგებული მიწის ზედაპირის ქვევით. აირსადენის მიწაში ჩადების სიღრმე დამოკიდებულია ტრანსპორტირებადი აირის შედგენილობაზე, ნიადაგის კლიმატურ პირობებსა და დინამიკური დატვირთვის სიდიდეზე. მიწისქვეშა აირსადენი  მუდმივად იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება პროფილაქტიკურ მომსახურებასა და რემონტს.
 
   
 
   

მიმდინარე ცვლილება 03:26, 22 იანვარი 2022 მდგომარეობით

მიწისქვეშა აირსადენი

მიწისქვეშა აირსადენიაირსადენი, განლაგებული მიწის ზედაპირის ქვევით. აირსადენის მიწაში ჩადების სიღრმე დამოკიდებულია ტრანსპორტირებადი აირის შედგენილობაზე, ნიადაგის კლიმატურ პირობებსა და დინამიკური დატვირთვის სიდიდეზე. მიწისქვეშა აირსადენი მუდმივად იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება პროფილაქტიკურ მომსახურებასა და რემონტს.

ქსელის მოწყობის მიხედვით მიწისქვესა აირსადენი არსებობს ჩიხური და რგოლური განაწილების. ჩიხური ქსელი გამოიყენება მცირე დასახლებული პუნქტებში აირის შიგაკვარტალური განაწილებისას. ამ დროს აირი მილებში მოძრაობს ერთი მიმართულებით, რაც იწვევს მოსამარაგებელ ობიექტებში წნევათა უთანაბრობასა და სირთულეებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, რგოლური განაწილებისას კი ეს ნაკლი პრაქტიკულად გამოსწორებულია. ხშირად მიმართავენ შერეული ქსელის გამოყენებასაც.

ამჟამად, თანამედროვე ქალაქების აირმომარაგებისათვის ძირითადად გამოიყენება რგოლური და შერეული ქსელები. მხედველობაშია მისაღები ის, რომ მიწისქვეშა აირსადენის მილის დაშორება შვეული მიმართულებით კანალიზაციის, წყლის, თბოქსელის, სანიაღვრე მილებისაგან მიიღება არანაკლებ 20 სმ-ისა, ხოლო სატელეფონო და ელექტროკაბელებისაგან – არანაკლები 50 სმ.

დასაშვებია ერთ ქვაბულში ორი ან მეტი აირსადენი მილის მონტაჟი ერთ ან სხვადასხვა დონეზე 20 სმ. სისქის ქვიშის ბალიშის მოწყობით.

მიწისქვეშა აირსადენი მიწის ზედაპირიდან მონტაჟის მინიმალური სიღრმეა 0,6 მ. (როცა გათვალისწინებული არ არის ტრანსპორტის მოძრაობა) ან 0,8 მ. – (როცა გათვალისწინებულია ტრანსპორტის მოძრაობა). რკინიგზისა და ავტოსტრადების ქვეშ აირსადენის მილების მონტაჟის მინიმალური სიღმეა 2-2,5 მ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები