მოკლეყუნწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკლეყუნწა

მოკლეყუნწა(Court-pendu plat Königlicher Kurzstiél, Court-pendu rouge). მოკლეყუნწა ვაშლის ძველთაძველი ჯიშია. ჯერ კიდევ 1613 წელს იყო აღწერილი Bauhin-ის მიერ.

მოკლეყუნწა ძვირფას სადესერტო სუფრის ჯიშად ითვლება. საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

საქართველოში გვხვდება ძველ ნარგავებში თითო–ოროლა ხის სახით, ახალ ბაღებში მას ადგილი არსად არა აქვს დათმობილი.

ჯიშის უარყოფით მხარეს წარმოადგენს დიდი მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი.

ნაყოფი

ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, მობრტყო–მომრგვალო ფორმის, ოდნავ წახნაგოვანი. ძლიერ მტკიცედაა მიმაგრებული სანაყოფე ტოტზე თავისი მოკლე ყუნწით და იშვიათად სცვივა ქარისაგან. ნაყოფი სკდება ხეზე, მაგრამ ადვილად არ ზიანდება ქეცით, როგორც მისი მონათესავე ჯიშის ორლეანური რენეტის ნაყოფი.

ჯამი ღია ან ნახევრად ღიაა და მოთავსებულია განიერ, საკმაოდ ღრმა და ბორცვიან მონაოჭებულ ღრუში.

ნაყოფის ყუნწი ძლიერ მოკლეა და მსხვილი და ზის ძლიერ ღრმა ღრუში, რის გამოც ამ ჯიშმა მოკლეყუნწას სახელწოდება მიიღო.

ნაყოფის კანი გლუვია და პრიალა, მოკრეფისას შეფერვა ღია მწვანეა, სრული სიმწიფისას კი ნაყოფის 1/2 ან 1/3 მოყვითალო–ოქროსფერს ღებულობს; დაფარულია წითელი წერტილებით ისე, რომ ლოყა წითელის შთაბეჭდილებას სტოვებს. ზევიდან ნაყოფს ცვილისებრი ფიფქი აქვს გადაკრული და მთლიანად ნაყოფს ბუნდ ელფერს აძლევს, ნაგალა საძირეებზე და უხვი სინათლის პირობებში ნაყოფი წითელ ელფერს ღებულობს და ძლიერ ლამაზი გარეგნობის ხდება.

ნაყოფის ხორცი მოკრეფისას მოყვითალო–თეთრია, ძლიერ მკვრივი; სრული სიმწიფისას კი ფხვიერ კონსისტენციას ღებულობს, საკმაოდ წვნიანდება და სასიამოვნო მოტკბო–მომჟავო გემოსი ხდება; ინვითარებს ნაზ, მეტად სასიამოვნო სურნელებას. მოკრეფა უნდა ხდებოდეს გვიან – ოქტომბრის გასულს, რომ ნაყოფი საწყობში არ დაჭკნეს.

ხე

ხე იზრდება ძლიერ სუსტად და ინვითარებს პატარა ან საშუალო სიდიდის ტოტებდაშვებულ განიერ ბირთვისებრ ვარჯს. ხე კარგად იტანს ზამთრის ყინვებს. ჰყვავის ყველა ჯიშზე გვიან. ყვავილი სამეურნეო – თვითფერტილი აქვს, რაც იქიდან ჩანს, რომ მის ყვავილობისას აღარც ერთი ჯიში აღარ ჰყვავის და ნაყოფის გამონასკვა კი უხვად ხდება. განსაკუთრებული მაღალი ხარისხის ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა და საკმაოდ დიდი ყინვაგამძლეობა ამ ჯიშის დიდ დადებით მხარეს წარმოადგენენ. მოკლეყუნწა საინტერესო ჯიშია ნაგალა ფორმებად გასაშენებლად.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები